მთავარიპოლიტიკაTOP-10 უწყება საქართველოს მთავრობაში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსება მიუღია - EU

TOP-10 უწყება საქართველოს მთავრობაში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსება მიუღია – EU

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი იმ ათი უწყების სიას აქვეყნებს, რომლებიც საქართველოს მთავრობაში არიან და ევროკავშირისგან დაფინანსება აქვთ მიღებული.

  • 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ადგილობრივი ხელისუფლებები;
  • 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
  • 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
  • 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვის სამინისტრო;
  • 30,5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • 25,07 მილიონი ევრო – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
  • 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია;
  • 12,85 მილიონი ევრო – განათლების სამინისტრო;
  • 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • 7,4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია.

გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საჯარო დაწესებულებებმა 2019-2024 წლის პერიოდში ევროკავშირისგან 517,82 მილიონი ევრო მიიღეს, რაც Covid-პანდემიისას გაცემულ 75-მილიონიან სესხსაც მოიცავს.

ამასთანავე, სამოქალაქო საზოგადოება 46,1 მილიონი ევროთი, ხოლო კერძო სექტორი 6,1 მილიონი ევროთი დაფინანსდა.

ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში განმარტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო” ,- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა