VIDEO: როცა შევხვდებით ისევ გადავეხვევით ერთმანეთს – შაქარას მეგობრების ემოციები 40 დღის შემდეგ

დღეს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შაქარაშვილის საფლავზე შეიკრიბნენ.

 

მეგობრებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი კიდევ ერთხელ გაიხსენეს:

 

„გამოძიებაზე მე არაფერს არ ვიტყვი, ვნახავთ საბოლოოდ რა იქნება და როგორ იქნება ჩვენთვის გიორგი უდიდესი ტკივილი არის, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგვაკლდა და ყოველდღე გვიძნელდება, რაც დღეები გადის, ვგრძნობთ, რომ გიორგი ჩვენს გვერდით ხორციელად აღარ არის, ვგრძნობთ, რომ სულიერად ჩვენთან არის და სანამ შევხვდებით ჩვენთან იქნება, როცა დადგება ის მომენტი, როცა შევხვდებით ისევ გადავეხვევით ერთმანეთს“

 

„ძალიან გვიჭირს სამეგობროს და საძმაკაცოს  გიორგის გარეშე ყოფნა და მართლა დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არ ვიცი დღემდე, ამ წუთამდე დაუჯერებელია ჩვენთვის და სულ ველოდებით და სულ ვგრძნობთ, რომ ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. ძალიან მიყვარს ახლაც და ყოველთვის მეყვარება“

 

 

 

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

 

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.

 

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.

 

უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

რედაქციის შენიშვნა: მასალის ფოტოდ გამოყენებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ფოტო. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.