WHO-ს დირექტორი: ახალი კორონავირუსის პანდემია ჩქარდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრაიესუსის თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემია ჩქარდება – ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“პანდემია ჩქარდება. პირველი დაფიქსირებული შემთხვევიდან მას 67 დღე დასჭირდა, რომ 100 000 შემთხვევამდე მიეღწია, 11 დღე მეორე 100 000 შემთხვევისთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-სთვის”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ის ამ კვირაში თხოვნით მიმართავს დიდი ოცეულის ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების ლიდერებს, რათა გაზარდონ ექიმებისა და ექთნებისთვის საჭირო დამცავი პროდუქციების წარმოება.

“ჩვენ გვჭირდება დიდი ოცეულის ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ზე მეტი აქვთ. თუ ჩვენს პრიორიტეტებში არ იქნება ჯანდაცვის წარმომადგენლების დაცვა, ბევრი ადამიანი მოკვდება, რადგან თავად ექიმები იქნებიან ავად”, – თქვა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა.

23 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 366 857 შემთხვევა არის გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღეს ასი ათასს გადაცდა და 101 065 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილია 16 098 ადამიანი.

tabula.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.