მთავარიპოლიტიკააშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის...

აშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი კონგრესმენი ჯო უილსონია.

აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიზნად “საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის” ანგარიშის მოთხოვნას ისახავს.

კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში 24 თებერვალს წარადგინეს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა