ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
Google search engine
მთავარისხვააუცილებელია თუ არა აკადემიური ხარისხი პროფესიული განვითარებისთვის?

აუცილებელია თუ არა აკადემიური ხარისხი პროფესიული განვითარებისთვის?

ერთ დროს, პროფესიათა სრული უმეტესობისთვის, საუნივერსიტეტო განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობდა და დიპლომის გარეშე, კარიერული გზის გაკვლევა, ძალიან რთული იყო. თუმცა დამსაქმებლებისთვის აკადემიური ხარისხის მნიშვნელობა მუდმივად ცვალებადია. მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში, საუნივერსიტეტო განათლების მოთხოვნის ტენდენცია მკვეთრად გაიზარდა და კომპანიების დიდმა ნაწილმა, ის თანამშრომელთა შერჩევის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად აქცია. ეს ტალღა, საგრძნობლად შესუსტდა 2008-2009 წლებში „დიდი რეცესიის“ დროს. ამ პერიოდში, უამრავმა მსხვილმა კორპორაციამ გამოაცხადა, რომ ისინი აკადემიური ხარისხის მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებდნენ. ტენდენცია იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ ამ პროცესს „აკადემიური ხარისხის ინფლაცია“ ეწოდა.

მას შემდეგ, 10 წელზე მეტი გავიდა. საინტერესოა, რა ბედი ეწია ამ ტენდენციას. ისევ ძალაშია თუ არა „აკადემიური ხარისხის ინფლაციის“ ტალღა და რა გავლენა იქონია ამ პროცესზე გლობალურმა პანდემიამ.

HBR-ისა და Emsi Burning Glass-ის საერთო კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ „აკადემიური ხარისხის ინფლაციის“ ტალღა, უკანასკნელ პერიოდში 2-ჯერ, 2017-2019 წლებსა და 2020 წელს აგორდა. პირველ შემთხვევას სტრუქტურული გადატვირთვა ეწოდება, ხოლო მეორეს – ციკლური. მათი განხილვის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორია თანამედროვე ტენდენცია, დასაქმების პროცესში აკადემიური ხარისხის როლთან დაკავშირებით.

სტრუქტურული გადატვირთვა

2017-2019 წლებში, დამსაქმებლებმა აკადემიური ხარისხის მოთხოვნები საშუალო კვალიფიკაციის პოზიციათა 46%-სა და მაღალი კვალიფიკაციის 31%-ზე შეამცირეს. ეს მაჩვენებელი, ყველაზე მეტად IT და მენეჯმენტის სფეროებში აისახა. სტრუქტურული გადატვირთვა გულისხმობს პროცესს, როცა დამსაქმებლები გადამწყვეტ მნიშვნელობას არა დასრულებულ საუნივერსიტეტო განათლებას, არამედ პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და რეალურ კვალიფიკაციას აქცევენ.

სტრუქტურული გადატვირთვის პროცესი, ადამიანური რესურსების მართვის საკითხში, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტენდენციაა. თუმცა, მისი ფართო შედეგების ლოდინი ჯერ მაინც ადრეა – კვლევა გვიჩვენებს, რომ საშუალო კვალიფიკაციის ვაკანსიების 37%-ს საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობა საერთოდ არ შეუმცირებია. 

ციკლური გადატვირთვა

ციკლური გადატვირთვა 2020 წელს დაწყებულ გლობალურ პანდემიას უკავშირდება. კრიზისის დროს, სამედიცინო სფეროში, ინტენსიური და კრიტიკული თერაპიის ექთნების პოზიციებზე, ბაკალავრის ხარისხის მოთხოვნა 35%-დან 23%-დე შემცირდა. მთლიანობაში, პანდემიით გამოწვეული საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობის ცვლილება საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის ვაკანსიათა 27%-ს შეეხო. ეს მაჩვენებლები ასახავს მხოლოდ დროებით სურათს, რომელიც საგანგებო სიტუაციის ფონზე წარმოიქმნა. სწორედ ამიტომ ეწოდება პროცესს ციკლური გადატვირთვა და არა – სტრუქტურული. თუმცა, პანდემიის დროს მიმდინარე ცვლილებებს შეუძლია დაგვანახოს დასაქმების საკითხში აკადემიური ხარისხის რეალური ღირებულება.

ნამდვილად ქრება თუ არა აკადემიური ხარისხის მოთხოვნები?

კვლევაში ტექნოლოგიური მიმართულების კომპანიათა მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთვქათ, რომ „აკადემიური ხარისხის ინფლაცია“ საყოველთაო არაა და სხვადასხვა კომპანიაში განსხვავებული სისწრაფით მიმდინარეობს. მაგალითად, 2021 წლის ბოლოს, Accenture და IBM განსაკუთრებით ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ „აკადემიური ხარისხის ინფლაციის“ მაჩვენებელი. Accenture-ში, IT ვაკანსიების მხოლოდ 43% შეიცავდა საუნივერსიტეტო განათლების მოთხოვნას, ხოლო IBM-ში, მხოლოდ 29%. სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ მოთამაშეებს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტენდენციისადმი კეთილგანწყობას გამოახატავდნენ, პრაქტიკაში გაცილებით მაღალი მოთხოვნები აღმოაჩნდათ. მაგალითად, 2017-2021 წლებში, IT პოზიციებისთვის აკადემიური ხარისხის მოთხოვნის მაჩვენებელი Microsoft-სა და Facebook-ში არ შეცვლილა. ცვლილებები იყო Apple-სა და Google-ში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი IT პოზიციების 70%-ზე მეტის დასაკავებლად დიპლომი მაინც დაგჭირდებათ.

საინტერესოა, რატომ არ არის აკადემიური ხარისხის მნიშვნელობის კლება მძლავრი ტენდენციით გამოხატული საყოველთაო პროცესი, როცა ამა თუ იმ პოზიციის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის შემოწმება, უამრავი გზითაა შესაძლებელი. ამის მიზეზი, შესაძლოა, გახლდეთ ის, რომ კომპანიებს არ აქვთ ეფექტური ბერკეტები რიგი უნარების შესამოწმებლად. მაგალითად, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტთან, კომუნიკაციასთან და პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებული უნარები და ა. შ.  ამდენად, ორგანიზაციები იმ შემთხვევაში, თუ არ შეუძლიათ კვალიფიკაციის სრული სიზუსტით შემოწმება, ფსონს იმ ვარიანტის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დებენ, რომელთაც სრული აკადემიური განათლება აქვთ.

მეორე მხრივ, აკადემიური ხარისხის მნიშვნელობის შემცირება, შრომის ბაზარზე თანასწორი პირობების შესაქმნელად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. თუმცა, როდესაც ისინი წერენ სამუშაოს აღწერილობებს და აფასებენ კანდიდატებს, მათ მუდმივად მართებთ იმ მექნიზმების გადაფასება და მართვა, რომლითაც თანამშრომლებს ქირაობენ. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური ხარისხის გადაჭარბებული მნიშვნელობით შექმნილი ბარიერები დაიმსხვრევა –  „შეუმჩნეველ“ კანდიდატებს კარიერული განვითარების საშუალება ოთხ წლიანი განათლების გარეშეც მიეცემათ, ხოლო კომპანიები უკეთ შეძლებენ შეავსონ დეფიციტური პოზიციები.

წყარო: HBR

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა