მთავარიანალიტიკარუსები საქართველოში უძრავ ქონებას სულ უფრო აქტიურად ყიდულობენ - მოთხოვნა 4.4-ჯერ გაიზარდა...

რუსები საქართველოში უძრავ ქონებას სულ უფრო აქტიურად ყიდულობენ – მოთხოვნა 4.4-ჯერ გაიზარდა – Tranio

იანვრიდან-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში რუსების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, 4.4-ჯერ გაიზარდა, რამაც ქვეყანა ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებების რეიტინგში მე-17-დან მე-8 ადგილზე გადაიყვანა. ამდენად, საქართველო რუსებს შორის მოთხოვნის ზრდით ლიდერად რჩება.

ამის შესახებ უძრავი ქონების საერთაშოირსო საბროკერო კომპანია Tranio-ს კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.

კერძოდ, რეიტინგის პირველ ხუთ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენაზე რუსების განაცხადები 54%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს წილი მთლიან განაცხადებში წლის განმავლობაში 4.4-ჯერ გაიზარდა.

იმავე Tranio-ს წინა კვლევაში, რომელიც წლის პირველი ნახევრის მონაცემებს ასახავდა, უცხოურ უძრავ ქონებაზე რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილი 5%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. ამდენად, წლიურმა ზრდამ 447% შეადგინა, რითიც საქართველო აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც სხვა ქვეყნებს შორის ლიდერი იყო.

უცხოური უძრავი ქონების შეძენაზე საერთო განაცხადებში 17%-იანი წილით ლიდერად კვლავ ტაილანდი რჩება იმის მიუხედავად, რომ მათი რაოდენობა წლიურად 35%-ით შემცირდა.

თურქეთმა მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რომლის უძრავ ქონებაზეც რუსების განაცხადების რაოდენობა 7.5%-ით გაიზარდა და 10.7%-ს მიაღწია.

მესამეზე განაცხადების 10.4%-ით არაბთა გაერთიანებული საემიროებია (წინა წელთან შედარებით +3.7%).

მეოთხე ადგილზე 8.3%-იანი წილით კვიპროსია, რომლის უძრავ ქონებაზეც განაცხადები, წინა წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა.

წამყვან ხუთეულს საბერძნეთი ხურავს, რომლის წილიც რუსების მთლიან განაცხადებშიც 7.6%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-იანი ზრდაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

წყარო: bpn.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის კრახი?“ — ვინ და რატომ შექმნა თურქეთში „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“?

„ეს ამბავი ცალსახად მიანიშნებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზულ ჩავარდნაზე თურქეთის მიმართულებით“, - ეუბნებიან ექსპერტები რადიო თავისუფლებას. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შვიდი თურქული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ჩართულობით...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა