მთავარიეკონომიკასაქართველოს საგარეო ვალმა $9.2 მილიარდს გადააჭარბა - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალმა $9.2 მილიარდს გადააჭარბა – ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

‼️💵 ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.215 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2%-ით [183 მლნ დოლარი] მეტია 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. გასული წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ქვეყნის საგარეო ვალი 9.032 მლრდ დოლარს აღემატებოდა.

სამინისტროს ცნობით, 2026 წლის აპრილის ბოლოსთვის, უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალმა 8.920 მლრდ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები კი 295.094 მლნ დოლარს უტოლდება.

ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაფორმებულმა ახალმა საკრედიტო შეთანხმებებმა, რომლებიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. მათ შორისაა 360-მილიონიანი საკრედიტო შეთანხმება, რაც ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ბათუმი-სარფის მაგისტრალის და გვირაბის მშენებლობისთვის გააფორმა.

საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.3 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 858 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

2026 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი კრედიტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

ორგანიზაცია/ქვეყანავალის ნაშთი
აზიის განვითარების ბანკი (ADB)$2.53 მილიარდი;
მსოფლიო ბანკი$2.28 მილიარდი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)$1.20 მილიარდი;
საფრანგეთი$858 მილიონი;
გერმანია$600 მილიონი;
ევრობონდი$501 მილიონი;
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ$295 მილიონი;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)$241 მილიონი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)$222 მილიონი;
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ$157 მილიონი;
ევროკავშირი (EU)$154 მილიონი;
იაპონია$109 მილიონი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)$37 მილიონი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB)$16 მილიონი;
ავსტრია$9 მილიონი;
ქუვეითი$6 მილიონი;
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO)$4 მილიონი;
ამერიკის შეერთებული შტატები$4 მილიონი.
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ივანიშვილის სანქცირება, მხარდაჭერა ქართველ ხალხს – საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

რეზოლუცია ითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც "გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ მიმართულებას და კვლავ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა