სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაპრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრ ემინ ამრულაევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო. განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.

აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე

ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე კვლავ გააგრძელებს მუშაობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების, ასევე საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისა და აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება ერთგული გაზარდოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გააუმჯობესოს სახელმწიფო ენის ცოდნის დონე აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის, რაც გადამწყვეტია მათი ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა