ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარირჩევებიროგორ გავარჩიოთ ყალბი (FAKE) ინფორმაცია სიმართლისაგან?!

როგორ გავარჩიოთ ყალბი (FAKE) ინფორმაცია სიმართლისაგან?!

ცრუ ინფორმაცია ეფუძნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მის მანიპულირებას კონკრეტული ადამიანების კონკრეტული მიზნების მისაღწევად, რაც დღევანდელ საქართველოში არნახულ მასშტაბებს აღწევს. ძირითადად ასეთი ინფორმაციის გავრცელება ეფუძნება პოლიტიკურ მიზნებს, კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.

ყალბი ამბები (FAKE NEWS) ტოტალიტარული რეჟიმები პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებენ, რათა საზოგადოებაში არასასურველი ქვეყნების, ადამიანებისა თუ გჯუფების მარგინალიზება მოახდინონ.

ამიტომ მინდა გაგიზიაროთ მცირეოდენი რჩევა, როგორ აირიდოთ თავიდან ამ საშინელი ხაფანგის და ადამიანების ტვინის გამორეცხვის მეთოდი.

პირველი, რაც შეიძლება გააკეთოთ:

  1. როდის და რა დროს გავრცელდა ინფორმაცია;
  2. რა პოლიტიკური ან ეკონომიკური აქტივობებია ქვეყანაში;
  3. ხომ არ იფარება არასასურველი შექმნილი ფაქტი ან საჯაროდ გამოვლენილი დანაშაული;
  4. რა შედეგის მიღწევას ემსახურება ამ ინფორმაციის გავრცელება;
  5. ვინ ავრცელებს (პრესა, სააგენტო, ტელევიზია), ყალბ ამბებში უმეტესად არაა დასახელებული, თუ რომელ წყაროებსა და კვლევებს ეყრდნობა ინფორმაცია;
  6. ყალბი ამბები ხშირად სენსაციური სათაურებით გამოირჩევა;
  7. ხშირად შეხვდებით ფრაზას „გადადით ლინკზე“ – ეს მკითხველის ყურადღების მიქცევის ხერხია;
  8. ყალბი ამბების შემთხვევაში, გაზიარებული ბმული, მასზე გადასვლის შემდეგ, სახელს ხშირად იცვლის;
  9. გადაამოწმეთ თქვენთვის სანდო რამდენიმე წყაროთი, რომელიც არ არის შემჩნეული სიცრუის ტირაჟირებაში, კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების, ინსტიტუციების გათეთრებაში პოლიტიკურ პარტიათა ინტერესებზე მორგებული და არა სახელმწიფოებრივ-ეროვნულზე;
  10. ასეთი ინფორმაციის მიღებისას საკუთარ თავს დაუსვით კითხვები, რატომ, რისთვის?;
  11. კონკრეტული ინფორმაციის მიღებისას საკუთარ თავში გამორიცხეთ თქვენი ემოციები, ვიღაცაზე ან რაღაცაზე გაბრაზება და იხელმძღვანელეთ ცივი გონებით, ინფორმაცია დაუკავშირეთ ქვეყნის (გააჩნია ინფორმაციის კონტექსტს) უსაფრთხოებას, თავდაცვას, ეკონომიკას და ა.შ. რას მოუტანს და რამდენად მორგებულია ეროვნულ ინტერესზე;
  12. წყარო, რომელიც შემჩნეული გყავთ სიცრუის ტირაჟირებაში, იცოდეთ, რომ ის არამარტო პირადად თქვენ გაზიანებთ, გიყენებთ და საკუთარ თამაშში მარიონეტად გხდით არამედ უდიდეს ზიანს აყენებს თქვენს ოჯახს, მის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და რაც მთავარია ქვეყანას;
  13. გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან ქმედება აისახება თქვენსავე ოჯახზე და ქვეყანაზე.

P.S. ყალბი ინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა არამარტო საქართველოსთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ბექა კუპრაშვილი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა