ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკასაქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა

⭕

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა:

💬 “გეგმა ახალი არჩევნები

1. არჩევნების პირობების დაწესება

2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების “ჯარის” მომზადება

3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა

4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის

5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა — “ქართული ქარტია” და მისი პრიოტიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რუსული კანონის გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა,” — წერია ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 25 თებერვლის აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა დაჯდეს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ვანიშვილთან ერთად და მოიფიქრონ, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული, შესაბამისად, ის ელოდება პასუხს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა