ხუთშაბათი, მარტი 5, 2026
Google search engine
მთავარიკულტურასაქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა ვებგვერდმა The Top Tens-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმად მომხმარებლებს უნდა აერჩიათ უძველესი ცივილიზაციების საუკეთესო ათეული. გამოკითხულთა შეფასებით, საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი და მეორე ადგილები წილად ხვდათ საბერძნეთსა და ეგვიპტეს. მომდევნო პოზიციებს იკავებენ რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, ასევე აცტეკების იმპერია და სპარტა. ბოლო ადგილებზე მოხვდნენ კელტები, შუა საუკუნეების ინგლისი და ეთიოპია.

რეიტინგი იმ კრიტერიუმების მიხედვით შედგა, რომლებიც დამახასიათებელია უძველესი ცივილიზაციებისთვის. ვებ გვერდის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავინთი მოსაზრება კომენტარების სახით გამოეთქვათ ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ, ასევე განემარტათ თუ რატომ ეკუთვნოდა ესა თუ ის ქვეყანა უძველეს ცივილიზაციას.

საქართველოს შესახებ კომენტარებში მომხმარებლები აღფრთოვანებას გამოთქვამენ ქვეყნის მდიდარი ბუნების, სტუმართმოყვარეობის, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების შესახებ. საქართველოს ვაზის სამშობლოს უწოდებენ და იხსნებენ ლეგენდებს ოქროს საწმისისა და პრომეთეს შესახებ.

აღნიშნულია, რომ სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი  უძველესი ჰომინიდები, ქართული ენა  კი მსოფლიოში უძველეს ენათა ათეულში შედის.

The Top Tens-ის შარშანდელ რეიტინგში დავით აღმაშენებლი ყველა დროის საუკეთესო სამხედრო გენერლების ათეულის ლიდერი იყო, რომელმაც ალექსანდრე მაკედონელიც კი უკან ჩამოიტოვა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – რა წერია ევროპის მედიის თავისუფლების ანგარიშში

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმა აღნიშნავს, რომ მათ სულ 32 შეტყობინება...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა