კვირა, დეკემბერი 7, 2025
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაქართველი სამხედროების პირადი ინფორმაცია ოკუპანტების ხელშია - რუსული სპეცსამსახურების პორტალზე ასობით მებრძოლის ე.წ...

ქართველი სამხედროების პირადი ინფორმაცია ოკუპანტების ხელშია – რუსული სპეცსამსახურების პორტალზე ასობით მებრძოლის ე.წ შავი სია და მათი საქმეებია განთავსებული

რუსების პორტალი ქართველების წინააღმდეგ – ქართველი სამხედროების პირადი ინფორმაცია ოკუპანტების ხელშია.

ინტერნეტში იძებნება რუსული სპეცსამსახურების პორტალი სახელწოდებით “დამოუკიდებელი საინფორმაციო ცენტრი “მოხალისე,” სადაც ასობით ჯარისკაცის ე.წ შავი სია და მათი საქმეებია განთავსებული. მათ შორის არიან ქართველებიც, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძვიან. 

316 ქართველ მებრძოლს საერთო ბრალდება აქვთ – თითქოს ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდში მონაწილეობდნენ, ომისას კლავდნენ და ძარცვავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს.
 

“კითხვა უნდა დავსვათ, თუ საიდან იღებს რუსეთი და რუსეთის სპეც. სამსახურები ჩვენს პირად მონაცემებს. მაგალითად, წარსულში ვინმეს ჩატარებული ტენდერიც კი მითითებულია, ოჯახის წევრების რაოდენობა, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი…და ა.შ. კიდევ არ ვიცით ჩვენ ისინი რა ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ, სამწუხაროა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ დროს რას აკეთებს? სად არის კონტრდაზვერვა? სად არის დაზვერვის დეპარტამენტი?

საქართველოში არიან ფესვებგადგმულნი რუსული სპეც. სამსახურები. ამას წყალი არ გაუვა, ორი აზრი არ არსებობს. ხელის დადებით და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სპეც. სამსახურები მუშაობენ, გადაადგილდებიან საქართველოში. დარწმუნებულიც არ ვარ, რომ ნებისმიერი ჩვენგანის, ვინც აქ ჩამოვედით, რომ ჩვენი სიცოცხლე უსაფრთხოდ არის დღეს. იმიტომ, რომ მე ვერ ვხვდები ვინ დამიცავს აქ,” – აცხადებს უკრაინის ომის მონაწილე, ნიკა ჭურაძე.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი სამხედროების დოსიეები ოკუპანტებმა მოიპოვეს, თუმცა როგორ გაჟონა ინფორმაციამ, ხელისუფლებას არ გამოუძიებია. 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

დაასანქცირეთ! – ევროპარლამენტარები “ოცნების” წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის ანალოგიური სანქციების ამოქმედებას ითხოვენ

https://www.youtube.com/watch?v=HJv7UCQWPf8 ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ მოთხოვნით, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე ტიპის სანქციები დაუწესდეს, რასაც ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს უწესებს. მათი თქმით, არსებობს სერიოზული...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა