ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოება"ქართული ოცნების" დეპუტატების კავშირები ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვები და პარტიული შემოწირულობები

“ქართული ოცნების” დეპუტატების კავშირები ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვები და პარტიული შემოწირულობები

ძირითადი მიგნებები

  • 87-დან[1] 41 დეპუტატს აქვს კავშირი ბიზნესთან;
  • 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი;
  • 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა;
  • იმ  კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს,  გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი;[2]
  • იმ  კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს,  ტენდერების მოგების შემდეგ მიიღეს 465,900,569 ლარი;[3]
  • მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ლარი ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ლარი ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).

მეთოდოლოგია

კვლევა ეყრდნობა საჯაროდ არსებულ წყაროებს. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის მონაწილეობდნენ პარლამენტის საქმიანობაში.

კვლევაში განხილულია პარლამენტის წევრების ბიზნეს კავშირები (წილები კომპანიებში), გამარტივებულ შესყიდვებსა და ტენდერებში დეპუტატების კომპანიების მონაწილეობა, წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დონაციები.

  1. რამდენი დეპუტატი ფლობს ბიზნეს წილს?

87 დეპუტატიდან 41 კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17.

საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:

  1. ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
  2. ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
  3. ჭყონია გიორგი – 4 373 744,02 ლარი
  4. ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
  5. ბარვენაშვილი გიორგი  1 033 008,48 ლარი
  6. ლაშა ტალახაძე  – 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)

ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).

5 -ზე მეტი კომპანიის[4] მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:

  1. ვასილ ჩიგოგიძე – 21
  2. გიორგი ჭყონია – 20
  3. გიორგი ბარვენაშვილი – 11
  4. ბეჟან წაქაძე – 8
  5. ზაალ დუგლაძე 7
  6. გიორგი ხახუბია – 6
  7. ირაკლი კირცხალია – 6

ვრცლად იხ. ცხრილი.

2. დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში

  • 7 კომპანიას რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, 465,900,569 ლარი.[5]
  • 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მიღებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა7 736 986 ლარი,

ტენდერებში მონაწილეობა

კომპანიებიმეწილეტენდერებში მოგებული თანხის ჯამი
შპს გზაგიორგი ჭყონია (პარლ. წევრი 25.11.2024 წლიდან)448,612,845
ივერმედიიოსებ ჯორბენაძე (პარლ. წევრი 16-04-2025 წლიდან)16,751,489
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიაზაალ დუგლაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 დან)156,698
შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრიბეჟან წაქაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან)111,339
კლინიკა-ლჯზაზა ლომინაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან)71,055
შპს ბევრილი ჯგუფი(გოდერძი ჩანქსელიანი 18-11-2016 წლიდან)39,264
შპს მაგნოლიაბეჟან წაქაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან)17,910

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა

კომპანიებიმეწილეგამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობით მოგებული თანხის ჯამი
პროექტ-რ Project-Rარჩილ ბერიძე (პარლამენტის წევრი ამ წლიდან 25-11-2024 წლიდან)44,495
სინერგიადავით დოლიძე ((პარლამენტის წევრი ამ წლიდან 02-07-2025 წლიდან)17,000
შპს ბევრილი ჯგუფი  (გოდერძი ჩანქსელიანი, პარლამენტის წევრი ამ წლიდან  18-11-2016 წლიდან)13,200
შპს გზაგიორგი ჭყონია (პარლ. წევრი 25.11.2024 წლიდან)2,645,993
შპს გლობალფარმიანტონ ობოლაშვილი ((პარლამენტის წევრი  11-12-2020 წლიდან)11,900
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიაზაალ დუგლაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 დან)411,593
შპს იბერკომპანიგოჩა ენუქიძე ((პარლამენტის წევრი 07-06-2008 წლიდან)2,694,495
შპს ივერმედიიოსებ ჯორბენაძე (პარლ. წევრი 16-04-2025 წლიდან)138,443
შპს კლინიკა-ლჯზაზა ლომინაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან)260,700
შპს მაგნოლია ბეჟან წაქაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან)471,150
შპს სეტი +ვიქტორ ჯაფარიძე (2004-2008, 2012-2025 პარლამენტის წევრი)700,072
შპს შატო კვირიკეგიორგი ჭყონია (პარლ. წევრი 25.11.2024 წლიდან)90,749

3. პოლიტიკური შეწირულობები

ქართული ოცნების მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრების პარტიული შეწირულობები

მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).

მე-11 მოწვევის ოცნების პარლამენტის დეპუტატებიდან ორმა 2012 წელს იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას ერთიან ნაციონალ მოძრაობას შეწირეს თანხა, კერძოდ გოჩა ენუქიძემ – 60 000 ლარი, ანზორ ბოლქვაძემ – 6 500 ლარი. ხოლო პარტია ხალხის ძალას ორმა დეპუტატმა შესწირა თანხა, კერძოდ ვიქტორ ჯაფარიძემ 38 000 ლარი, და გურამ მაჭარაშვილმა 1000 ლარი.

(100 000 და მეტი; პერიოდი 2012 წლიდან 2025 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით)

სახელი, გვარიშეწირულობის ჯერადობაოდენობა
გიორგი ჭყონია11581 000
გოჩა ენუქიძე5220 000
გიორგი ბარვენაშვილი3180 000
ვიქტორ ჯაფარიძე6158 000[6]
ზაალ დუგლაძე4115 000
ანტონ ობოლაშვილი2110 000
იოსებ ჯორბენაძე2100 000
ირაკლი შატაკიშვილი4100 000

[1] დეპუტატები 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით

[2] კომპანიების მიერ მიღებული ეს შემოსავლები მოცემულია 2015-2025 წლის 24 ოქტომბრის პერიოდზე.

[3] კომპანიების მიერ მიღებული ეს შემოსავლები მოცემულია 2015-2025 წლის 24 ოქტომბრის პერიოდზე.

[4] მონაცემები ეყრდნობა საქართველოში რეგისტრირებულ სუბიექტებს.

[5] კომპანიების მიერ მიღებული ეს შემოსავლები მოცემულია 2015-2025 წლის 24 ოქტომბრის პერიოდზე.

[6] მითითებული თანხიდან 30 000 ლარი და 8000 ლარი შესწირა ხალხის ძალას.

წყარო: transparency.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

EU რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანასაც განიხილავს – სამუშაო დოკუმენტი

ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი .  დოკუმენტი "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა. მასში ასახულია, თუ რა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა