პარასკევი, იანვარი 9, 2026
Google search engine
მთავარიUncategorizedამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ პირობებში გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა ჩვენ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა...

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ პირობებში გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა ჩვენ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ

უმორჩილესი თხოვნა მექნება მოსახლოებისადმი, დაიცვან ეს რეკომენდაციები. [პირბადის ტარება, „ბუსტერ“ დოზით აცრა] მოგეხსენებათ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ „ომიკრონის“ პირობებში გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და თანაცხოვრება ვისწავლოთ ამ ვირუსთან, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, სამეცნიერო წრეებში არის მოლოდინი იმისა, რომ თუ იქნება ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, არ გაჩნდება ახალი, უფრო აგრესიული შტამი.

„მინდა ინგლისის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონს გუშინდელი ციტატა მოვიყვანო: „ეს არ არის ვირუსზე ჯერ გამარჯვება, პანდემია არ დასრულებულა, არამედ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ამ ვირუსთან და მოახდინოს ადაპტაცია“. ანუ, ჩვენი ცხოვრება და პირობები უნდა იყოს ადაპიტირებული ვირუსის და ამ შემთხვევაში „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან. სამეცნიერო წრეებში დიდი იმედია, რომ თუ მაღალი იქნება ვაქცინაციის მაჩვენებელი, ახალი, უფრო აგრესიული შტამის გაჩენა, არ უნდა იყოს მოსალოდნელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა