კვირა, დეკემბერი 21, 2025
Google search engine
მთავარიმსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი: რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი: რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს – მოსკოვს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობისა და ოკუპაციის უნარი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე

რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს , – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელში წერს.

ტულსი გაბარდი Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის სრულად დაპყრობა და ევროპის იმ ნაწილის დაბრუნება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.

„არა, ეს სიცრუე და პროპაგანდაა. Reuters-ი მიზანმიმართულად ავრცელებს ამას მილიტარისტების ინტერესების მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას ხელი შეუშალონ“, – წერს გაბარდი X-ზე.

მისი თქმით, Reuters-ი „ცრუ ნარატივს ავრცელებს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დაბლოკვის და ხალხში ისტერიისა და შიშის გაღვივების მიზნით, რომ ომის ესკალაციას დაუჭირონ მხარი, რაც ნატო-სა და ევროკავშირს ნამდვილად სურს, რათა აშშ-ის შეიარაღებული ძალები რუსეთთან ომში პირდაპირ ჩაითრიონ“.

„სიმართლე ის არის, რომ აშშ-ის დაზვერვამ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსეთი ცდილობს ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს. დაზვერვის შეფასებით, როგორც ამას ბოლო რამდენიმე წელი აჩვენებს, ბრძოლის ველზე რუსეთის შედეგები მიუთითებს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობისა და ოკუპაციის უნარი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე“, – აცხადებს გაბარდი.

მანამდე, Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება თვლის, ვლადიმერ პუტინის მიზანს კვლავ უკრაინის სრულად ოკუპაცია და ევროპის ნაწილის დაპყრობა წარმოადგენს.

„დაზვერვის მონაცემები ყოველთვის ის იყო, რომ პუტინს მეტი სურს. ამაში ევროპელები დარწმუნებულები არიან. პოლონელებს ეს აბსოლუტურად სჯერათ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ პირველები ისინი იქნებიან“, – განუცხადა გამოცემას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა მაიკ ქუიგლიმ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ – აცხადებს ევროკომისია

ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში მიუთითებს, რომ „საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა