შაბათი, იანვარი 10, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოება"ახლო კავშირი რუსეთის უშიშროების მდივანთან და პუტინის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება - ბიძინა...

“ახლო კავშირი რუსეთის უშიშროების მდივანთან და პუტინის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება – ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა ალაპარაკდა” (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის გარდა, საქართველო დატოვა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გარემოცვის კიდევ ერთმა წევრმა. 

“შაბათის ეთერის” რესპოდენტმა კომფიდენციალურობის გარანტიით, ივანიშვილის რუსული წარსულის შესახებ შესახებ აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ პირველად ისაუბრა. 

ის ვინც, ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო რუსეთში, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ლებედის საარჩევნო კამპანიის გარდა,  ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებისთვის დიდი ფული გაიღო.

ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრის მტკიცებით, ივანიშვილი პუტინის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ეფ ეს ბე-ს შეფთან, ნიკოლაი პატრუშევთან იყო პირდაპირ კავშირზე. 

ნიკოლაი პატრუშევს ეს პოსტი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ეკავა. ეფ ეს ბეშ-იც და პუტინის გვერდითაც პატრუშევი 1999 წლიდან საჯაროდ ჩნდება.

“შაბათის ეთერის” წყაროს მტკიცებით, უწყებას, რომლითაც რეალურად რუსეთის ფედერაცია იმართება, ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტზე მყოფი ნიკოლაი პატრუშევი 9 წლის განმავლობაში მართავდა. 

“ეფ ეს ბეს” შემდეგ მას 16 წლის განმავლობაში, კრემლმა უშიშროების საბჭოს მდივნობა ჩააბარა. 2024 წლის მაისიდან დღემდე კი ნიკოლაი პატრუშევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველია. ,,ეხო მასკვის’’ გენერალური დირექტორი ალექსეი ვენედიქტოვის შეფასებით, პატრუშევი პუტინისთვის ყველაზე ახლო პირია და მის აზრს ის ყველაზე მეტად ითვალისწინებს.

ამბავი, რომლის მიხედვითაც 2016 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ეფესბეს მოქმედ დირექტორს, ალექსანდრე ბორტნიკოვს შეხვდა, პირველად შაბათის ეთერმა გაახმაურა.

წყარო: tvpirveli.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა