ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ბელგიამ საქართველო პარტნიორი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. 10 ივლისს ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის საიტზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება სწორედ კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.

მანამდე პარტნიორი უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო ალბანეთთან, სერბეთთან, კოსოვოსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ინდოეთთან ერთად იყო.

“კრიტერიუმი ეხება არა მხოლოდ ზოგად პოლიტიკას (მაგალითად, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას, პოლიტიკურ სტაბილურობას) არამედ სამართლებრივ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) სტანდარტების შესაბამისად”. – ნათქვამია განახლებულ სიასთან თანდართულ განკარგულებაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა