ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკაევროკომისიის ანგარიში: "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ღრმა ჩიხშია შესული"

ევროკომისიის ანგარიში: “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ღრმა ჩიხშია შესული”

ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა შეარყია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველო ჩამოაშორა ევროკავშირის გაფართოების პროცესს. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული.

“სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის ქმედებებს, კომისიამ, თავის მხრივ, საბჭოსთან ერთად, შეამცირა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები, შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს ხელისუფლებას, ასევე გააძლიერა ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად”, — წერია ანგარიშში.

ამას გარდა ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ “საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ”. მიუხედავად ამისა, “კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერას ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე”.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ “მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა საფეხურზე, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად”.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში “ფუნდამენტური პრინციპების სერიოზული უკუსვლა დაფიქსირდა ყველა ასპექტში, რაც გამოიხატა რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უწყობს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, ოპოზიციის ლიდერების დევნას, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებებს”.

ანგარიშში ნათქვამია, რომ “2024 წლის ნოემბერში, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, შეეწყვიტა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, ცალსახად დაადასტურა მათი გადახვევა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში”.

“2025 წლის იანვარში, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ გადაწყვიტა ევროკავშირ-საქართველოს შორის ვიზების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლა და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა, რათა მოაგვაროს პრობლემები და ძირითადი რეფორმები პარტიებს შორის მხარდაჭერით და სამოქალაქო სექტორის ეფექტური მონაწილეობით, კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი ცხრა ნაბიჯის შესაბამისად, ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების სრული პატივისცემით, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. 2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მას შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით უკუსვლას განაგრძობს, კომისია საქართველოს მხოლოდ სახელწოდებით კანდიდატ ქვეყნად მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ”, — წერია დოკუმენტში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები”

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა, რომ "საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები". "საკმაოდ დიდი ხნის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა