სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაემანუელ მაკრონის პასუხი პუტინს - ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული...

ემანუელ მაკრონის პასუხი პუტინს – ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა. საფრანგეთის ლიდერმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი“.

„ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა“, – განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

EU რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანასაც განიხილავს – სამუშაო დოკუმენტი

ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი .  დოკუმენტი "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა. მასში ასახულია, თუ რა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა