მთავარიკულტურაიოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია. აეროპორტიდან ხელნაწერს საქართველოს საპატრიარქოში გადაიტანენ, შემდეგ კი, წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.


პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

ცნობისთვის, უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად 11 ივნისს შეიძინა.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

სენატორები და კონგრესმენები ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნასთან დაკავშირებით აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიყენოს სანქციები ოცნების მთავრობის მიმართ

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა