Irakli Melashvili
უკვე ძალიან დამღლელი და ყოვლად კონტრპროდუქტიულია წუწუნი იმის გამო, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მწვავე ფორმებს და მასობრივად არ გამოდის ქუჩაში. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ დროში მოსახლეობის უმრავლესობა არ არის მოყვარული რადიკალური ბრძოლის ფორმების, თუნდაც ძალიან მაღალი იდეალებისათვის. ასე რომ არ იყოს, მაშინ დისიდენტები ერთეულები კი არ იქნებოდნენ, არამედ ასეთი იქნებოდა უმრავლესობა, ხოლო უმცირესობა იქნებოდნენ კონფორმისტები. (ოღონდ, როგორც ჭეშმარიტი კონფორმისტები ისინიც დისიდენტობას მიაწვებოდნენ:))))
ასეთ ვითარებაში ძლიერი პოლიტიკოსების ღირებულება არის იპოვოს ბრძოლის და პროტესტის ის ფორმები თუ მეთოდები, რომელიც ხელისუფლებით უკმაყოფილო მოსახლეობის მაქსიმალურად დიდ ნაწილს მისცემს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში, ჩაერთონ პროტესტში და არა ლანძღოს ხალხი, რომლებიც არ გამოდიან ქუჩაში. ძლიერი, საზოგადოების მხარდაჭერის მქონე ალტერნატივის გარეშე ხელისუფლებები არ იცვლება. ესაა აქსიომა, რაც ჩემი აზრით, საქართველოში ბევრს არ უნდა რომ გაიგოს. მხოლოდ პროტესტით ხელისუფლება შეიცვლება, ეს, ჩემი აზრით, ილუზიაა.
საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად არასდროს საკმარისი არ ყოფილა ის , რომ ხალხს მთავრობა არ მოსწონდა. მე არ მახსოვს ხელისუფლება, რომელსაც ძალიან ბევრი უკმაყოფილო არ ჰყავდა. მაგრამ ცვლილების დრო მოდიოდა მხოლოდ მაშინ, თუკი ოპოზიციაში გამოჩნდებოდა ძალა (ძალები), ლიდერი (ლიდერები) რომლებიც შეძლებდნენ მოქლაქეების დაჯერებას , რომ მათ უკეთ შეუძლიათ არსებული პრობლემების მოგვარება. ამიტომ მხარდაჭერის მოპოვებას, მხოლოდ „ხელისუფლება არ ვარგას“ ძახილი არ ყოფნის. (უკვე წლებია, ლამის მხოლოდ ამითაა დაკავებული უკლებლივ ყველა ოპო ლიდერი ) ადამიანებს უნდა ელაპარაკო იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ, უნდა დააჯერო რომ შენ შეგიძლია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება. მოქალაქებმა უნდა დაინახონ ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც მათ მისცემს იმედს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხევაში მათი პრობლემები კი არ გაიზრდება, არამედ მოგვარდება. ამის გარეშე არაფერი გამოვა.
ადამიანს რომელსაც, ოჯახის რჩენის, წამლის, ბავშვის სკოლაში გასაშვებად ტანსაცმლის ან წიგნები შეძენის პრობლემები უდგას და შენ მხოლოდ იმაზე ელაპარაკები, რომ მან ხელისუფლების შესაცვლელად, უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისა და ევროინტეგრაციისთვის უნდა იბრძოლოს, ის კაცი კი არა შენ, პოლიტიკოსი, ხარ არაადექვატური.
ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უამრავი მიწიერი პრობლემა, რომელთა დიდი ნაწილი, მათ შორის, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. ამ საკითხებზე საუბარი არ არის პოპულიზმი, პირიქით, პოლიტიკოსების მოვალეობაა! ჩვენ პოლიტიკურ ელიტაში კი რატომღაც სწორ ტონად ითვლება ასეთ პოზაში დგომა, რომ დღეს იმ სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა, რაც ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს აწუხებს, არის მდაბიოობაა. ჩვენ ქვეყნის მომავალზე ველაპარაკებით ესენი ტრამვაიზე და ტრანსპორტზეო, ესეც მოვისმინე.
ბოდიში, მაგრამ გოიმობა და ქაჯობაა პოლიტიკოსთა მხრიდან ასე აზროვნება. მოგვწონს ეს თუ არა, ადამიანთა უმრავლესობისთვის სახელმწიფო მისი ოჯახიდან, მისი შვილებიდან იწყება. თუ ის მშიერ – მწყურვალე ჰყავს, ეს ადამიანი იმას მოუსმენს, ვინც მისი პრობლემების გადაწყვეტაზე ელაპარაკება, ტყუილ, მაგრამ რაღაცის დაპირებას მაინც აძლევს მას. არ მოუსმენს იმ პოლიტიკოსებს, ვინც ეუბნება, რომ ახლა მის პრობლემებზე საუბრის დრო არ არის, რომ ახლა ის ვალდებულია(!) შეეშვას საკუთარი ოჯახის საკითხების მოგვარებაზე ზრუნვას, ქუჩაში დადგეს და იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიაზაციის შენარჩუნებისთვის.
ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ 22%-მა ისარგებლა ვიზეალიბერალიზაციით 78%-მა ვერა. არა კი არა ბატონებო, ვერა! როგორ ფიქრობთ, არ უნდოდა? ვერ იცხოვრებდა ევროპაში კარგ სასტუმროში, ვერ დაისვენებდა, ვერ გაირუჯებოდა პლაჟზე? არა, მას უბრალოდ არ აქვს ამის შესაძლებლობა და არც არავინ ეუბნება როგორ მიაღწიოს ცხოვრების იმ დონეს, რომ მანაც ნახოს სიკეთე ვიზელიბერალიზაციითა თუ ევროინტეგრაციის პროცესით. სანამ ამას არ დავანახებთ, სანამ იმედს არ გავუჩენთ, ეს ადამაინი არ შემოტრიალდება აქეთ! დღეს კი, მისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგით ბრძოლა ნიშნავს, სხვისი შვილების, სხვისი ოჯახების კეთილდღეობისთვის ბრძოლას, რადგანაც ამ ბრძოლას მისი ოჯახისთვის არაფერი მოაქვს, ის და მისი ცოლშვილი ამ უფლებას მაინც ვერ იყენებენ და არც არავისგან ესმით, თუ როგორ მოიტანს ეს ბრძოლა მისთვის და მისნაირებისთვის უფრო ნათელ მომავალს.
უკაცრავად, ბატონებო, თუკი შექმნილ ვითარებაში, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა არ რეაგირებს მოწოდებაზე და ქუჩაში არ გამოდის, რომ მათ ურჩევნიათ საკუთარ ოჯახებს მიხედონ და სარჩო საბადებელი მოუპოვონ. ჩემი აზრით ეს მდგომარეობა აბსოლუტურად ლოგიკურია. და კიდევ, მაგრა ფეხზე კიდია ამ ხალხს რას დაუძახებს რომელიმე პოლიტიკური ლიდერი და ტელევიზორში დამჯდარი “მოლაპარაკე თავი”, ერთი იმათ კითხეთ. რას ფიქრობენ თქვენზე! რაც უფრო მეტი სიძულვილით და დამცინავად ილაპარაკებთ ამ ხალხზე, მით უარყოფით დამოკიდებულებას მიიღებთ მათგან პროტესტში ჩართული ხალხის მიმართ.
ესაა ჩემი მხრიდან დანახული რეალობა. ნადვილად არ ვიჩემებ, რომ რასაც ვწერ ბიბლიური ჭეშმარიტებაა და რა თქმა უნდა მესმის, რომ ამ საკითხზე ჩემგან განსხვავებული მოსაზრებებიც იარსებებს. მაწუხებს ის, რომ ოპოზციაში პრობლემებზე და დაშვებულ შეცდომებზე საუბარი ფაქტიურად ტაბუირებულია და ყოველთვის აგრესიული, არაადექვატური პასუხები ისმის, რომ „ახლა რა დროს ესაა“, რომ „ჩვენს შეცდომებზე საუბრით ბიძინას წისქვილზე ვასხვათ წყალს“ და ა.შ. არადა ჩემი აზრით პირიქითაა, იმ ვითარების შენარჩუნება, რაც ზევით აღვწერე, მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს და თუკი ოპოზიციამ საკუთარი შეცდომები არ გაანალიზა და შესაბამისი დასკვნები არ გააკეთა, სასურველი შედეგი არ დადგება.










