⁉️ ამ ისტორიულ პერიოდში რას შევძლებდით ივანიშვილს არჩევნები რომ არ მოეპარა?:
💬 რასაც ვუყურებთ მსოფლიო 🌏 გადადის ახალ გეოპოლიტიკურ ეტაპზე, იცვლება სავაჭრო მარშრუტები, უსაფრთხოების არქიტექტურა, ენერგეტიკული კავშირები და ტექნოლოგიური ცენტრები. ამ პროცესში საქართველოს, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ ხიდს, აქვს შანსი, გახდეს რეგიონული ჰაბი.
🟢 ტრანსპორტი და ლოგისტიკა – „შუა კორიდორის“ ეპოქა: ევროპა და აზია აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ მარშრუტებს, რომლებიც არ იქნება დამოკიდებული ავტორიტარულ რეჟიმებზე. ამ კონტექსტში „შუა კორიდორი“ (ტრანსკასპიური მარშრუტი) სწრაფად ხდება სტრატეგიული მნიშვნელობის. ტრამპის ზანგეზურის ინიციატივაც, ამას მოწმობს ზუსტად.
რა შეუძლია საქართველოს?
● გახდეს შავი ზღვის მთავარი კარიბჭე,
● გაზარდოს სარკინიგზო და პორტების გამტარუნარიანობა,
● შექმნას სწრაფი, ციფრული საბაჟო სისტემა,
● ჩამოაყალიბოს თანამედროვე ლოგისტიკური ჰაბები. შედეგი: მეტი ტვირთი = მეტი სამუშაო ადგილი = მეტი შემოსავალი.
🔴 ენერგეტიკა – მწვანე ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა:
ევროკავშირი აფართოებს შავი ზღვის ქვეშ გამავალ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. საქართველო ამ პროცესში შეიძლება იქცეს მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტიორ ცენტრად:
● ინვესტიციები ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიაში,
● ქსელების მოდერნიზაცია,
● ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება,
● სტაბილური შემოსავალი ქვეყნისთვის,
🟣 ციფრული მომავალი, AI და პროგრამული ეკონომიკა: მსოფლიო ციფრული მარშრუტებიც იცვლება. ახალი წყალქვეშა კაბელები და მონაცემთა ნაკადები ქმნის შანსს, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი:
● მონაცემთა ცენტრების მოზიდვა,
● რეგიონული cloud-ჰაბის შექმნა
● კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის განვითარება,
● AI-სა და პროგრამული სერვისების ექსპორტი,
რაც ავტომატურად გულისხმობს მომავალ სამუშაო ადგილებს ახალგაზრდებისთვის.
🔵 უსაფრთხოება: კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა – შავი ზღვის რეგიონი გადაიქცა უსაფრთხოების ახალ ფრონტად. ენერგეტიკა, კაბელები, პორტები და სატრანსპორტო ჰაბები უკვე ეროვნული უსაფრთხოების ნაწილებია. რაც ნიშნავს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებსაც.
● კიბერუსაფრთხოება
● საზღვაო და პორტების დაცვა,
● ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა,
● საერთაშორისო პარტნიორობა და ა.შ.
✅ ამიტომ ვამბობ, ისტორიული შანსია ჩვენთვის და ეს ყველაფერი რეალური იქნება თუ დავიჯერებთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია, ოღონდ მენიუს შედგენის გარეშე, ამის დრო ნამდვილად არ არის.
🔸 მართლა შეგვიძლია ეს შესაძლებლობები გადავაქციოთ: ეკონომიკურ ზრდად, მაღალ ხელფასებად, სტაბილურ პენსიებად, ხარისხიან განათლებად და რეალურ უსაფრთხოებად; და მხოლოდ ეს სურვული და შესაძლებლობა მაძლევს ძალას, რომ არ გავჩერდე, იქამდე, სანამ შემიძლია.
წერს სოციალურ ქსელში Giorgi Butikashvili










