კვირა, იანვარი 11, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკარუსეთი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას უბიძგოს, კიდევ უფრო მეტი ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას -...

რუსეთი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას უბიძგოს, კიდევ უფრო მეტი ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას – დანიელ ფრიდი

ფერადი რევოლუციების შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენილ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს. დიპლომატის თქმით, ამერიკას არც უკრაინაში გამოუწვევია ნარინჯისფერი რევოლუცია და არც ვარდების რევოლუცია საქართველოში. 

ფრიდი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას უბიძგოს, კიდევ უფრო მეტი ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას. 

რუსეთი ქმნის ცრუ ნარატივებს, საბაბს, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გამოიყენოს იმის ასახსნელად, რის გაკეთებასაცა აპირებს. ფერადი რევოლუციების შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია. ამერიკას არ გამოუწვევია ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, არც ვარდების რევოლუცია საქართველოში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვინმესთვის, ქართველები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, რუსეთი კი ცდილობს ამ ცრუ ნარატივებით საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, უბიძგოს მას, კიდევ უფრო ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას, – ამბობს დანილე ფრიდი. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა