ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
Google search engine
მთავარიანალიტიკარუსული სასიკვდილო გეგმა ქართველების ხელით - შოკისმომგვრელი რეალობა, განგაშის ზარის ჩამოკვრის დროა!

რუსული სასიკვდილო გეგმა ქართველების ხელით – შოკისმომგვრელი რეალობა, განგაშის ზარის ჩამოკვრის დროა!

⭕️ არ ვიცი რა არის ახალი ხედვა ქვეყნის და ერის დასაპყრობად თუ სპეცსამსახურების ახალი ექსპერიმენტი, ფაქტია, რომ წარმოუდგენელი დიქტატორულ-ტოტალიტარიზმის, ფაშიზმის და ტრანსნაციონალურ-კრიმინალური ტალღის ქვეშ აღმოვჩნდით.

🔴 აღარც კი მაქვს საუბარი რა რეჟიმი დამყარდება ქვეყანაში, რა მმართველობა იქნება თუ დღევანდელი გადმოსახედიდან შევხედავთ უპრეცენდენტო თავდასხმის მსხვერპლი აღმოვჩნდით ერთდროული და უსწრაფესი შეტევებით და რა თქმა უნდა ისევ და ისევ სამშობლოს მოღალატე, გამყიდველი ქართველების ხელით:

🔷1. დეზინფორმაციის და სიცრუის პროპაგანდით, რომელმაც მოსისხლე მტრის და აქაური რუსული რეჟიმის მხრიდან წარმატებულად იმუშავა, უამრავ ადამიანს გამოურეცხა ტვინი;

🔷2.პოლიტიკური კუთხით, პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე განხეთქილების, დაპირისპირების, რეჟიმის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, არაადეკვატურობის, „მე ვარ და ჩემი ნაბადის“ პრინციპით, გაუთვლელ-დაუგეგმავი ბრძოლის გზის და ა.შ. შეცდომებმა და ზოგ შემთხვევაში დანაშაულებმა წარუმატებლობის განცდა უფრო გაზარდეს;

🔷3. ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით, ქვეყანა სულ უფრო დიდ იზოლაციაში მოექცა და რაც ყველაზე მძიმე დანაშაულია რეჟიმის მხრიდან, საკუთარ სარგებელზე მიღების მხრივ, სახელმწიფოს ყველა უმსხვილესი ბიზნესი თუ ფინანსური ინსტიტუტი გადადის ოკუპანტი ქვეყნის გავლენების და რუსული მაფიოზურ-კრიმინალური დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს შავი ფულის გათეთრების და ნარკოტიკებით გადაზიდვა-ვაჭრობის მძიმე დანაშაულები;

🔷4. განათლების კუთხით და განსაკუთრებით საქართველოს უნივერსიტეტებში ლექტორებისა და სტუდენტების მძლავრი პროტესტის ფონზე რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა სრული კონტროლი აეღო და კანონის ძალით ბევრი უნივერსიტეტი გაუქმდება და უამრავი პროფესორ-მასწავლებელი დარჩება სამსახურის მიღმა, ხოლო ყველაზე დიდი დანაშაული კი ის არის, რომ ეს პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს ასწავლიდნენ და ესაუბრებოდნენ ისეთ სიკეთეებზე და ღირებულებებზე, როგორიცაა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ა.შ.

🔹ამასთან მიღებული ცვლილებები სკოლადამთავრებულ მოსწავლეს უზღუდავს განათლების მიღებას ევროპულ ქვეყნებში, სადაც სტანდარტი 12 კლასის განათლების შემდგომ ჩაბარებაა და კიდევ უამრავი დანაშაული ქართული განათლების წინააღმდეგ;

🔷5. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იზოლაციაში მოქცევა დასავლური ცივილიზაციიდან მოკვეთა ხელს მხოლოდ ოკუპანტ ქვეყანას და ავტორიტარულ-ტოტალიტარულ რეჟიმებს აძლევს ხელს.

🔹ყველა ცივილიზაციური ღირებულებების ჩაკვლა და განადგურება ქართული სახელმწიფოს, როგორც ასეთის დასასრულის ტოლფასია, რაც შეეხება ერს მისი დღევანდელი რუსული რეჟიმის რეპრესიების და აფერისტული პროპაგანდის გაგრძელების შემთხვევაში მისი დეგრადაცია, ზნეობრივად გახრწნა და გადაგვარება გარდაუვალია ანუ ერის როგორც სიკვდილის.

➡️ შენიშვნა: დღევანდელი საქართველოს რეალობა და თემები ძალიან მოკლედ არის მიმოხილული და გაკეთებული ანალიზი, სიტუაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მძიმეა და ყოველდღიურ რეგრესს განიცდის, ინსტიტუციები როგორც ასეთი სრულად კონტროლდება რუსული სპეცსამსახურების მიერ ტექნიკურად ქართველი შემსრულებლებით.

🔘 P.S. ამ ანალიტიკურ სტატიაში არ არის მიმოხილული ძალოვანი სტრუქტურები, რაც ისედაც ნათელია მათი კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ფაქტი, დეგრადაციის და ფიზიკურ პირზე თუ პარტიაზე მსახურის, ასევე სასამართლო, რომელიც მხოლოდ სახელი დარჩა.

🔵 დღეს მხოლოდ მებრძოლებს და ქვეყნისთვის თავდადებულ პატრიოტებს შეუძლიათ ამ ქვეყნის გამოყვანა ამ ჯოჯოხეთიდან, რაც შეეხება მშვიდობიანად მოსეირნე, მოკუნტრუშე ადამიანებს, სჯობს მშვიდობიანად მიუსხდნენ ტელევიზორებს.

დიდება გულანთებულ უშიშარ მებრძოლ ქართველებს! 🇬🇪❤️

ძალა ერთობაშია! ✊

წერს სოციალურ ქსელში, ბექა ბეგთაბეგი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები”

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა, რომ "საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები". "საკმაოდ დიდი ხნის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა