ამჯერად თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ოჯახების წინააღმდეგ მომავალი ეგზისტენციალურ საფრთხეზე გავამახვილებ ყურადღებას!
![]()
ათწლეულები გაჰყვება საქართველოს ის უმძიმესი საფრთხე, რაც რუსული სპეცსამსახურების ტექნიკურმა მუშაკმა, სამშობლოს მოღალატე, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ნაძირალა კორუმპირებულმა მონებმა გაუკეთა ერს.
სულიერი, ფსიქოლოგიური, მორალური და ადამიანური გახრწნის პერიოდი დგება მაშინ, როცა საზოგადოება იხლიჩება, წინა ხაზზე ცუნამივით მოედინება, სიძულვილის, ზიზღის, მძიმე ფორმებით დაპირისპირების, მათ შორის ფიზიკური, დრო და ჟამი.
ყველაფერი მოგვარებადია თუნდაც საერთაშორისო არენაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების დაბრუნება, ევროკავშირში გაწევრიანების არა კანდიდატობა, რასაც სავარაუდოდ ჩამოგვართმევენ უვიზოდ მიმოსვლისა და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასთან ერთად თუ ასე გაგრძელდა, არამედ პერსპექტივა, ასევე ჩვენს ყველაზე ძლიერ პარტნიორთან აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ა.შ.
ოკუპანტი რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ანუ ამოცანა N1 ზუსტად, რომ იყო პროპაგანდის, დეზინფორმაციის და სიცრუის, სახელისუფლებო პარტიის გარდა სხვა ყველა პროევროპული პარტიების, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მტრებად, მოღალატეებად გამოცხადება-შერაცხვა, მათი იმიჯის შელახვა უკიდურესი მძიმე ფორმებით, ყველაფერი სიბინძურის დაბრალება, რასაც თავად რეჟიმის პირველი პირები და მათი მხარდამჭერები აკეთებენ საზოგადოებიდან აქცენტის გადასატანად.
რუსული რეჟიმის მომხრეების სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირება, რასაც ასე გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვლად მოჰყვება სამოქალაქო ჯახი და დაგვიფაროს ღმერთმა სამოქალაქო ომი, რაც ოკუპანტი რუსეთის ინტერესშია და სრულად უადვილებს ქვეყნის ხელში ჩაგდებას.
დღევანდელი მდგომარეობით, ფსიქოლოგიურად დამუშავების და პროპაგანდის „დამსახურებით“ რუსული რეჟიმის მომხრეების მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე პიკს უახლოვდება, რაც ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და მშვიდობას.
ქართველების ერთმანეთზე მტრად გადაკიდება რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (ცოტა უფრო ადრეც) დაიწყო და დღეს მოღალატე ქართველების ხელითვე პიკს მიაღწია.
P.S. გამოსავალი: აქ შემიძლია ბევრი რამ დავწერო რჩევების და გამოსავლის სახით თუმცა ყველამ კარგად ვიცით რა არის მტრის დამარცხების და ქართული სახელმწიფოს გამარჯვების ფორმულა, ეს საქართველოს გერბზე აწერია „ძალა ერთობაშია“! ![]()
წერს სოციალურ ქსელში ბექა ბეგთაბეგი










