სინამდვილეში საქართველოში რუსული რეჟიმის დამარცხება და დასამარების შანსიც და შესაძლებლობაც გაცილებით მარტივია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და მარტივად ავხსნი თუ რატომ!
დავიწყოთ იმით, რომ თუ ამ რეჟიმს რუსეთის ხელისუფლების მარიონეტად ან მემკვიდრედ ვაღიარებთ უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ, რომ ეს რეჟიმი მისი მშობელივით არსებობს, იკვებება და მოქმედებს, ხოლო თუ დავუკვირდებით რა ხდებოდა რუსული ავტორიტარიზმის შექმნიდან მის ტოტალიტარიზმამდე პერიოდს მარტივად არის გამოსაცნობი საქართველოში არსებული რეჟიმის თითოეული გადადგმული ნაბიჯი და არამარტო ნაბიჯი არამედ რა ქმედებას რა მოჰყვება დაწყებული საკანონმდებლო არადემოკრატიული ცვლილებებიდან, გაგრძელებული არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების შეზღუდვა-აკრძალვაზე, პროპაგანდისტული სიცრუის მანქანის მთელი სიმძლავრით ამუშავებაზე, ცივილიზებულ სამყაროზე (მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნები, მათი ელჩები) თავდასხმაზე, ყველაზე ბინძური და მიუღებელი მეთოდებით, ისტორიის გადაწერაზე, რაც რუსული სპეცსამსახურების ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, თავისუფალი ადამიანების და მთლიანად მოაზროვნე საზოგადოების მიზანმიმართულ გაშავებაზე, იმიჯის შელახვაზე, დამცირება დაშინებაზე, შიშის ჩანერგვაზე, მათ შორის სიკვდილის შიშის და ა.შ.
თუ ეს ყველაფერი იცი, რაც უკვე ხელისგულზე დევს მაშინ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გადასადგმელი ეფექტური ნაბიჯების დაგეგმვა არ არის რთული, თუ წინასწარ იცი რა ასუსტებს, რა აშინებს, რა უქმნის პრობლემას თუმცა ამ ყველაფერს ერთიანობა, ერთგულება, გამარჯვების რწმენა და ისეთი ადამიანები სჭირდება ვინც არა მხოლოდ დაგეგმარებაში მიიღებენ მონაწილეობას არამედ ქუჩის ავანგარდშიც იქნებიან, ლიდერებად მოვლენ, ქარიზმატულ ვნებას გამოიჩენენ რისი წყურვილიც არის დღეს საზოგადოებაში.
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთში წლების წინ დაწყებულ-განვითარებულ მოვლენებზე განსხვავება მხოლოდ დროშია, რუსეთში ეს ნელ-ნელა მოხდა საზოგადოებასთან იდეოლოგიური მუშაობით რასაც პროპაგანდისტული მედია საშუალებები უმაგრებდნენ ზურგს, ხოლო საქართველოში ორჯერ, სამჯერ შეზღუდულ დროში და ძალიან ხისტი მეთოდებით.
რაც შეეხება პროდასავლურ და ზოგადად ოპოზიციას ყველაფერი მარტივადაა ამ საქმეში თუ გაერთიანდება სახელმწიფო ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ რეჟიმის დამარცხება ძალიან სწრაფად გახდება შესაძლებელი ორივე მეთოდით არჩევნებითაც და ქუჩის პროტესტიტაც. ამის თქმის საშუალებას იძლევა საერთაშორისო კვლევები სადაც ოპოზიციურად განწყობილი 70%-ზე მეტია, ხოლო არალეგიტიმური ხელისუფლების ანუ რეჟიმის მხარეს 20-25%-ი.

დღეის მდგომარეობით რუსული რეჟიმის დამარცხება მხოლოდ ქუჩის მძლავრი წინააღმდეგობის, უწყვეტი დაუშლელი პროტესტისა და ტოტალური დაუმორჩილებლობის ფონზე არის შესაძლებელი.
ბექა ბეგთაბეგი