ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიმსოფლიოტრამპის თქმით, უზრუნველყოფს, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ სხვა ქვეყანას თავს არ დაესხმება

ტრამპის თქმით, უზრუნველყოფს, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ სხვა ქვეყანას თავს არ დაესხმება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც დაესხას თავს. 

აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ტრამპს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა იგი მოკავშირეების შიშებზე, რომ რუსეთი შესაძლოა, მათაც დაესხას თავს. 

“ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს რამდენიმე მოკავშირეს უთქვამს, რომ ისინი შიშობენ, რომ იქნებიან შემდეგი, რომელსაც რუსეთი თავს დაესხმება. თქვენ რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირ გისაუბრიათ. როგორ ფიქრობთ, მართებულია ეს შიშები?” – ჰკითხა ტრამპს რეპორტიორმა. 

შეკითხვის საპასუხოდ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის “ასე არ ფიქრობს”, ხოლო როდესაც “ეს გაკეთდება”, გულისხმობს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, “დასრულდება”. 

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს რუსეთს მიერ აშშ-ს მოკავშირეებზე თავდასხმის შესაძლებლობას, აშშ უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდეს. 

“არა, ასე არ [ვფიქრობ]. ვფიქრობ, როდესაც ეს გაკეთდება, ეს დასრულდება. მათ ყველას სახლში წასვლა და დასვენება ენდომებათ. ვერ ვხედავ ამის მოხდენის [რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობას]. და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს არ მოხდეს. არ მოხდება, თუმცა ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს არ მოხდეს”. – თქვა ტრამპმა. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა