ძირითადი მიგნებები
- 87-დან[1] 41 დეპუტატს აქვს კავშირი ბიზნესთან;
- 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი;
- 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა;
- იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი;[2]
- იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ მიიღეს 465,900,569 ლარი;[3]
- მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ლარი ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ლარი ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).
მეთოდოლოგია
კვლევა ეყრდნობა საჯაროდ არსებულ წყაროებს. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის მონაწილეობდნენ პარლამენტის საქმიანობაში.
კვლევაში განხილულია პარლამენტის წევრების ბიზნეს კავშირები (წილები კომპანიებში), გამარტივებულ შესყიდვებსა და ტენდერებში დეპუტატების კომპანიების მონაწილეობა, წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დონაციები.
- რამდენი დეპუტატი ფლობს ბიზნეს წილს?
87 დეპუტატიდან 41 კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს 17.
საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:
- ანტონ ობოლაშვილი 4 860 828,41 ლარი
- ბერეკაშვილი შოთა 4 712 134,18 ლარი
- ჭყონია გიორგი – 4 373 744,02 ლარი
- ზაალ დუგლაძე 1 470 979,19 ლარი
- ბარვენაშვილი გიორგი 1 033 008,48 ლარი
- ლაშა ტალახაძე – 680 000 USD (დეკლარაციაში თანხა დოლარში აქვს მითითებული)
ყველაზე მეტ კომპანიაში წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს (21 კომპანია).
5 -ზე მეტი კომპანიის[4] მეწილეები არიან შემდეგი დეპუტატები:
- ვასილ ჩიგოგიძე – 21
- გიორგი ჭყონია – 20
- გიორგი ბარვენაშვილი – 11
- ბეჟან წაქაძე – 8
- ზაალ დუგლაძე 7
- გიორგი ხახუბია – 6
- ირაკლი კირცხალია – 6
ვრცლად იხ. ცხრილი.
2. დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში
- 7 კომპანიას რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი, 465,900,569 ლარი.[5]
- 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მიღებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა, 7 736 986 ლარი,
ტენდერებში მონაწილეობა
| კომპანიები | მეწილე | ტენდერებში მოგებული თანხის ჯამი |
| შპს გზა | გიორგი ჭყონია (პარლ. წევრი 25.11.2024 წლიდან) | 448,612,845 |
| ივერმედი | იოსებ ჯორბენაძე (პარლ. წევრი 16-04-2025 წლიდან) | 16,751,489 |
| შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია | ზაალ დუგლაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 დან) | 156,698 |
| შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი | ბეჟან წაქაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან) | 111,339 |
| კლინიკა-ლჯ | ზაზა ლომინაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან) | 71,055 |
| შპს ბევრილი ჯგუფი | (გოდერძი ჩანქსელიანი 18-11-2016 წლიდან) | 39,264 |
| შპს მაგნოლია | ბეჟან წაქაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან) | 17,910 |
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა
| კომპანიები | მეწილე | გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობით მოგებული თანხის ჯამი |
| პროექტ-რ Project-R | არჩილ ბერიძე (პარლამენტის წევრი ამ წლიდან 25-11-2024 წლიდან) | 44,495 |
| სინერგია | დავით დოლიძე ((პარლამენტის წევრი ამ წლიდან 02-07-2025 წლიდან) | 17,000 |
| შპს ბევრილი ჯგუფი | (გოდერძი ჩანქსელიანი, პარლამენტის წევრი ამ წლიდან 18-11-2016 წლიდან) | 13,200 |
| შპს გზა | გიორგი ჭყონია (პარლ. წევრი 25.11.2024 წლიდან) | 2,645,993 |
| შპს გლობალფარმი | ანტონ ობოლაშვილი ((პარლამენტის წევრი 11-12-2020 წლიდან) | 11,900 |
| შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია | ზაალ დუგლაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 დან) | 411,593 |
| შპს იბერკომპანი | გოჩა ენუქიძე ((პარლამენტის წევრი 07-06-2008 წლიდან) | 2,694,495 |
| შპს ივერმედი | იოსებ ჯორბენაძე (პარლ. წევრი 16-04-2025 წლიდან) | 138,443 |
| შპს კლინიკა-ლჯ | ზაზა ლომინაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან) | 260,700 |
| შპს მაგნოლია | ბეჟან წაქაძე (პარლ. წევრი 11-12-2020 წლიდან) | 471,150 |
| შპს სეტი + | ვიქტორ ჯაფარიძე (2004-2008, 2012-2025 პარლამენტის წევრი) | 700,072 |
| შპს შატო კვირიკე | გიორგი ჭყონია (პარლ. წევრი 25.11.2024 წლიდან) | 90,749 |
3. პოლიტიკური შეწირულობები
ქართული ოცნების მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრების პარტიული შეწირულობები
მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი, აქედან: 66 500 ნაციონალურ მოძრაობას, 39 000 ხალხის ძალას, ხოლო 2 633 086 ლარი ქართულ ოცნებას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).
მე-11 მოწვევის ოცნების პარლამენტის დეპუტატებიდან ორმა 2012 წელს იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას ერთიან ნაციონალ მოძრაობას შეწირეს თანხა, კერძოდ გოჩა ენუქიძემ – 60 000 ლარი, ანზორ ბოლქვაძემ – 6 500 ლარი. ხოლო პარტია ხალხის ძალას ორმა დეპუტატმა შესწირა თანხა, კერძოდ ვიქტორ ჯაფარიძემ 38 000 ლარი, და გურამ მაჭარაშვილმა 1000 ლარი.
(100 000 და მეტი; პერიოდი 2012 წლიდან 2025 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით)
| სახელი, გვარი | შეწირულობის ჯერადობა | ოდენობა |
| გიორგი ჭყონია | 11 | 581 000 |
| გოჩა ენუქიძე | 5 | 220 000 |
| გიორგი ბარვენაშვილი | 3 | 180 000 |
| ვიქტორ ჯაფარიძე | 6 | 158 000[6] |
| ზაალ დუგლაძე | 4 | 115 000 |
| ანტონ ობოლაშვილი | 2 | 110 000 |
| იოსებ ჯორბენაძე | 2 | 100 000 |
| ირაკლი შატაკიშვილი | 4 | 100 000 |
[1] დეპუტატები 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით
[2] კომპანიების მიერ მიღებული ეს შემოსავლები მოცემულია 2015-2025 წლის 24 ოქტომბრის პერიოდზე.
[3] კომპანიების მიერ მიღებული ეს შემოსავლები მოცემულია 2015-2025 წლის 24 ოქტომბრის პერიოდზე.
[4] მონაცემები ეყრდნობა საქართველოში რეგისტრირებულ სუბიექტებს.
[5] კომპანიების მიერ მიღებული ეს შემოსავლები მოცემულია 2015-2025 წლის 24 ოქტომბრის პერიოდზე.
[6] მითითებული თანხიდან 30 000 ლარი და 8000 ლარი შესწირა ხალხის ძალას.
წყარო: transparency.ge










