მთავარიპოლიტიკაჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით -...

ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით – პიტერ ფიშერი

ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა, – ამის შესახებ დღეს, 9 მაისს გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელები ქართველი ხალხის მეგობრები არიან.

„ეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მოხდა. ჩვენ აღვნიშნეთ დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული და სისტემატური ძალადობა და იქ ჩვენ გლობალურად ვამბობთ, რომ გვინდა ხალხს მივცეთ სიგნალი, რომ მათგან გლობალურად აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვას ველით.

ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ თქვენი ევროკავშირისგან დისტანცირებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ სფეროებში. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველო ბელარუსად იქცევა, რადგან საქართველო ძალიან შორს წავიდა, ძალიან ახლოს იყო ევროკავშირთან, მიაღწია კანდიდატის სტატუსს. დღევანდელ დღეს ვხედავ, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და გამოხატავენ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. ამიტომ არ ვიცი, რა ტრაექტორიას აირჩევს საქართველო. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ეს ცუდი ტრაექტორია იქნება.

ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით. ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. არ გვინდა, ქართველებს ვუთხრათ, რა გააკეთონ.

ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“. ეს არ არსებობს. ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა”, – განაცხადა მან.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა