პარასკევი, იანვარი 9, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკა44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეების როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ საქმეებს.

ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნების მიერ, ჯამში, 47 მოსამართლეა დასანქცირებული. 2025 წელს ამა თუ იმ ქვეყნის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა სიაში 44 მათგანი მოხვდა, თუმცა მცირე ნაწილი მანამდეც, 2023 და 2024 წელსაც იყვნენ დასანქცირებული.

მოსამართლეთა სია, რომლებიც 2025 წელს დასანქცირდნენ:

1. ლევან მურუსიძე — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მოსამართლეთა კლანის ლიდერი.

დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა.

2. მიხეილ ჩინჩალაძე — თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლეთა კლანის ლიდერი.

დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა.

3. ნინო გალუსტაშვილი — მოსამართლე, რომელმაც განაჩენი გამოუტანა და პატიმრობა მიუსაჯა სინდისის 18 პატიმარს: ანდრო ჭიჭინაძეს, ჯანო არჩაიას, გური მირცხულავას, ონისე ცხადაძეს, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუხარჩუკს, გია ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რეზო კიკნაძეს, ვაკო თეთრაშვილს [11 პირის საქმე], მათე დევიძესდათო ხომერიკს, თემურ ზასოხაშვილს, დათო ლომიძესგიორგი მინდაძეს, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულს.

ამჟამად განიხილავს 61 წლის ზურა მენთეშაშვილის საქმეს.

დაასანქცირეს ესტონეთმა, ჩეხეთმა და ლიეტუვამ.

4. თამარ მჭედლიშვილი — მოსამართლე, რომელმაც განაჩენი გამოუტანა და პატიმრობა მიუსაჯა თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს, ინსაფ ალიევს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს [8 პირის საქმე], საბა ჯიქიას.

საწყის ეტაპზე ფიგურირებდა 11 პირის საქმეშიც.

გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ნიკუშა კაციასა და თედო აბრამოვის საქმეებში.

ამჟამად განიხილავს და განაჩენს გამოიტანს ნინო დათაშვილის საქმეში; 4 ოქტომბრის საქმეებიდან 12-პირიან საქმეში [აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერი და თემურ ქურციკიძე].

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

5. ირაკლი ხუსკივაძე — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა 8 პირის საქმეში [თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი], ანტონ ჩეჩინის საქმეშითედო აბრამოვის საქმეში.

ამჟამად განიხილავს და გამოიტანს განაჩენს გელა ხასაიას საქმეში; 4 ოქტომბრის საქმეებიდან 10-პირიან საქმეში [პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი, გური ჟვანია].

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

6. ნინო სახელაშვილი — მზია ამაღლობელის მოსამართლე, რომელმაც ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს პატიმრობა შეუფარდა.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

7. ჯვებე ნაჭყებია — მოსამართლე, რომელმაც განაჩენი გამოუტანა სინდისის 4 პატიმარს: საბა სხვიტარიძეს, ანტონ ჩეჩინს, ანატოლი გიგაურს, ანრი კვარაცხელიას.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

8. გიორგი გელაშვილი — განაჩენი გამოუტანა და პატიმრობა მიუსაჯა გიორგი ოკმელაშვილს.

ამჟამად განიხილავს 4 ოქტომბრის საქმეებიდან 15-პირიან საქმეს [დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია].

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

9. ნათია გუდაძე — ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმის მთავარი მოსამართლე.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

10. ზვიად შარაძე — ლაზარე გრიგორიადისის მოსამართლე, ფიგურირებდა ფრიდონ ბუბუტეიშვილის, ირაკლი მეღვინეთუხუცესის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

11. ლელა მარიდაშვილი — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა აფგან სადიგოვისსაბა სხვიტარიძისგიორგი ახობაძის, ანატოლი გიგაურის საქმეებში. საწყის ეტაპზე ფიგურირებდა ასევე 4 ოქტომბრის მიმდინარე საქმეებშიც.

სასამართლოს სისტემაში მის გადმოყვანას წინ უძღოდა პოლიტიკური საქმიანობა „ქართულ ოცნებაში“. 2023 წლამდე ლელა მარიდაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

12. დავით მგელიაშვილი — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა გიორგი ოკმელაშვილის საქმეში8 პირის საქმეში, ანრი კვარაცხელიას, საბა ჯიქიას, ანატოლი გიგაურის, მათე დევიძის, გიორგი ახობაძისა და ანტონ ჩეჩინის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

13. ნანა შამათავა — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა დავით ლომიძის, თეიმურაზ ზასოხაშვილის, არჩილ მუსელიანცის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

14. თეონა ეპიტაშვილი — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა გიორგი ოკმელაშვილის, გიორგი მინდაძის, დანი მუმლაძის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

15. არსენ კალატოზიშვილი — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა დანიელ მუმლაძის, გიორგი ახობაძის, 8 პირის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

16. ლელა კალიჩენკო — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა არჩილ მუსელიანცის, ლაშა ჩხაიძის, თედო აბრამოვის, ნინო დათაშვილის, თამარ ლორთქიფანიძის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

17. დავით კურტანიძე — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა გიორგი ოკმელაშვილის, მათე დევიძის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

18. ქეთევან ჯაჭვაძე — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა 11 პირის საქმეში (ანდრო ჭიჭინაძე, ჯანო არჩაია, გური მირცხულავა, ონისე ცხადაძე, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, სერგეი კუხარჩუკი, გია ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რეზო კიკნაძე, ვაკო თეთრაშვილი).

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

19. ნინო თარაშვილი — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა ანრი კვარაცხელიას, გიორგი მინდაძის, ნიკა კაციას საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

20. ნატო ხუჯაძე — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა დავით ლომიძის, თეიმურაზ ზასოხაშვილის, საბა სხვიტარიძის, დავით ხომერიკის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

21. ეკა ბარბაქაძე — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა ნინო დათაშვილის საქმეში, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეში, 4 ოქტომბრის მიმდინარე საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

22. მიხეილ ჯინჯოლია — საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გიორგი ახობაძის ყოფილი მოსამართლე, სანამ მას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ჩაანაცვლებდა.

დაასანქცირა ჩეხეთმა.

23. ირაკლი შვანგირაძე — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა 11 პირის საქმეში (ანდრო ჭიჭინაძე, ჯანო არჩაია, გური მირცხულავა, ონისე ცხადაძე, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, სერგეი კუხარჩუკი, გია ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რეზო კიკნაძე, ვაკო თეთრაშვილი)

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

24. კობა ჩაგუნავა — განიხილავდა და განიხილავს ათობით ადმინისტრაციულ საქმეს თბილისის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

დაასანქცირეს ჩეხეთმა და ლიეტუვამ.

25. ლელა მილდენბერგერი — 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ის იყო ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელიც ყველაზე ხშირად განიხილავდა ადმინისტრაციულ საქმეებს თბილისის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

26. ზვიად ცეკვავა — განიხილავდა და განიხილავს ათობით ადმინისტრაციულ საქმეს თბილისის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

27. მანუჩარ ცაცუა — განიხილავდა და განიხილავს ათობით ადმინისტრაციულ საქმეს თბილისის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

28. ნინო ენუქიძე — განიხილავდა და განიხილავს ათობით ადმინისტრაციულ საქმეს თბილისის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

29. ლელა ცაგარეიშვილი — იყო ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელიც განსაკუთრებით ხშირად განიხილავდა ადმინისტრაციულ საქმეებს თბილისის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

30. მერაბ ტურავა — საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და იუსტიციის მინისტრის მოქმედი მოადგილე.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

31. ვასილ როინიშვილი — საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

32. მანანა კობახიძე — საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

33. ევა გოცირიძე — საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

34. გიორგი თევდორაშვილი — საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

35. ირინე იმერლიშვილი — საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

36. ხვიჩა კიკილაშვილი — საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

37. ლევან ყოლბაია — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა მზია ამაღლობელისმამუკა ჯორბენაძის, გურამ მიქელაძის, დავით გვიანიძის, ანდრო კაკაბაძისა და გიორგი დავითაძის საქმეებში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

38. მალხაზ ოქროპირაშვილი — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა მზია ამაღლობელის საქმეში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

39. ვიქტორ მეტრეველი — ფიგურირებდა მზია ამაღლობელის საქმეში.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

40. ვერა დოლიძე — საწყის ეტაპზე ფიგურირებდა მზია ამაღლობელის საქმეში.

დაასანქცირა ესტონეთმა.

41. ირმა ტოგონიძე — განიხილავდა ადმინისტრაციულ საქმეებს ბათუმის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

42. გულიკო კაჟაშვილი — განიხილავდა ადმინისტრაციულ საქმეებს ბათუმის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

დაასანქცირეს ესტონეთმა და ლიეტუვამ.

43. ხათუნა ბოლქვაძე — ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავს „ოცნებისა“ და მათი მაღალჩინოსნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ.

დაასანქცირა ლიეტუვამ.

44. ნინო ჭაბუკიანი — ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავს ზუგდიდის აქციების მონაწილეების წინააღმდეგ.

დაასანქცირა ლიეტუვამ.


ქართველი მოსამართლეები დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში 2025 წელს პირველად არ მოხვედრილან. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნაწილი მანამდეც იყო სანქცირებული. მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე ჯერ კიდევ 2024 წელს დაასანქცირა ლიეტუვამ. მოსამართლეთა კლანის ეს ორი ლიდერი უკრაინასაც სანქცირებული ჰყავს. ისინი, კიდევ ორ მოსამართლესთან, ირაკლი შენგელიასა (სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე) და ვალერიან ცერცვაძესთან (ყოფილი მოსამართლე) ერთად, 2023 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაასანქცირა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

2025 წლის სანქციებში აღარ მოყოლილა, მაგრამ 2024 წელს ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა შალვა თადუმაძეც, მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, 2024 წლის დეკემბრიდან კი, უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

ესტონეთმა ასევე ჯერ კიდევ 2024 წელს დაასანქცირა 2025 წლის სიაში მოხვედრილი 6 მოსამართლე: კობა ჩაგუნავა, ნინო ენუქიძე, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, მანუჩარ ცაცუა და ზვიად ცეკვავა.

წყარო: netgazeti.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი

23 დეკემბერი, 2025 ერთი წელი გავიდა 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და რუსეთის საამებლად, საჯაროდ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა