სამშაბათი, მარტი 3, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაNATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალის თქმით, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა

NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალის თქმით, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა

NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ ახლა, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა. ამიტომ, პირიქით, ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების მეტი ჩართულობის დროა, რათა რუსეთმა საქართველოს დასავლეთისგან დაშორება ვერ შეძლოს. ამის შესახებ ბრიდლავი საუბრობს „ამერიკის ხმის“ სტატიაში, რომელიც ეხება იმას თუ რას ნიშნავს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაუარესება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის.


„ჩემი აზრით, კითხვას ასე უნდა ვსვამდეთ: თუკი რუსეთის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გაგრძელდება და გაუარესდება, რას ნიშნავს ეს? რადგან მე მჯერა, რომ ახლა საქართველოში ჩართულია რუსული “ცუდი ფული”, ცუდი რუსები და პოლიტიკა.


ვფიქრობ, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველია, სადაც რუსეთი ცდილობს, გავლენის ყველა საშუალება გამოიყენოს, “რუხი ზონების” ჰიბრიდული გავლენა, რათა საქართველო დასავლეთს დააშოროს და ქართულ პოლიტიკაზე გავლენა დაიბრუნოს,“ – ამბობს თადარიგის გენერალი და განმარტავს, რომ ის მიმდინარე პროცესებს ხედავს, როგორც რუსეთის საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და დროა, დასავლურმა სამყარომაც ამას ასევე შეხედოს.


რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობის სრულად შეწყვეტას და NATO-სთან თანამშრომლობის გაუარესებას, თადარიგის გენერალი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, დახმარების ხელს გაუწვდიან და რუსეთთან მარტო არ დატოვებენ:

ვიმედოვნებ და ვლოცულობრომ ასე არ მოხდესსწორედ საწინააღმდეგოს ვნატრობ. NATO-მდასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა სწორედ ახლა უნდა გაუწოდონ საქართველოს ხელირათა დაეხმარონ მას, გაუძლოს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმას,“ – ამბობს NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – რა წერია ევროპის მედიის თავისუფლების ანგარიშში

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმა აღნიშნავს, რომ მათ სულ 32 შეტყობინება...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა