სამშაბათი, აპრილი 23, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკა„ლარის გამყარებით მე არ ვიცი რა მოიგო მოსახლეობამ, მე გეტყვით რამდენი წააგო“

„ლარის გამყარებით მე არ ვიცი რა მოიგო მოსახლეობამ, მე გეტყვით რამდენი წააგო“

„ვითარება საკმაოდ რთულად არის. სტაბილურად იზრდება სამშენებლო მასალების ფასები, კატასტროფულად იზრდება ხელოსნებისთვის გადასახდელი ფასი“, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “ბაუ სტარის” დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამას ემატება დოლარის გაუფასურება, რაც ბინების ღირებულებას 30%-ით ზრდის, შესაბამისად, მოსახლეობამ ლარის გამყარებით ბევრი „წააგო“.

„ვითარება საკმაოდ რთულად არის. სტაბილურად იზრდება სამშენებლო მასალების ფასები, კატასტროფულად იზრდება ხელოსნებისთვის გადასახდელი ფასი. მაგალითად, თუ ვთქვათ, ერთი წლის წინ ბლოკის დადების ფასი იყო პირობითად, 16 ცენტი, დღეს დაახლოებით, ღირს 40 ცენტი. სამჯერ გაიზარდა. ბეტონის დასხმა (მუშის ანაზღაურება) ადრე თუ ღირდა კვ.მ 6- 7 დოლარი, ახლა გვიჯდება 16-17 დოლარი. ამასთან, გაიზარდა თვითონ ბეტონის, თუ ცემენტის ფასი. ამას დაერთო ის, რომ დოლარმა განიცადა გაუფასურება (30%-ით). თუ ერთი წლის წინ დოლარი ღირდა 3-3,3 ლარი, დღეს 2,5 ლარია.

მოგეხსენებათ, ჩვენ ბინებს ვყიდით დოლარის ეკვივალენტში, ამან (30%-ით დოლარის გაუფასურებამ) ავტომატურად გამოიწვია 30%-ით ბინების გაძვირება. მაგალითად, დიდ დიღომში თუ ღირდა 600 დოლარი (კვ.მ), ავტომატურად, მხოლოდ გაუფასურების გამო, ხდება 800 დოლარი. ამას თუ ჩვენ დავიმატებთ მუშახელის, შესაბამისი ტრანსპორტის, მასალების გაძვირებას, დაახლოებით 100 დოლარი გამოდის და ამან გამოიწვია ის, რომ გარეუბნებში 500-600 დოლარიანი ბინები თუ არსებობდა (ვარკეთილში, დიღმის მასივში მუხიანში), ახლა სადღაც 900 დოლარი დაჯდება.

ლარის გამყარებით მე არ ვიცი რა მოიგო მოსახლეობამ, მე გეტყვით ლარის გამყარებით რამდენი წააგო. წარმოიდგინეთ, თქვენ გყავთ ახლობელი, რომლის დახმარებითაც აიღეთ კრედიტი და იყიდეთ ბინა, ბინაში გადაიხადეთ 20 000 დოლარი, 50 000 გადაიხადეთ კრედიტით. გიგზავნით ფულს და შესაბამისად იხდით კრედიტს. 50 000 დოლარი ახლა აღარ გეყოფათ და ახლა უკვე უნდა გამოგიგზავნოთ 70 000 დოლარი, იგივე რომ გააკეთოს. იგივე, გზავნილები არის 2,4 მლრდ და ზარალი შეადგენს სადღაც 700 მლნ-ს. უარესი მდგომარეობაა დეპოზიტებში. 16 მლრდ არის მოსახლეობის დეპოზიტებში, ამ 16 მლრდ-ით რისი ყიდვაც შეეძლოთ, ვეღარ იყიდიან, 16 მლრდ-ის ნაცვლად იგივე რომ იყიდონ (ბინების მაქვს მხედველობაში), საჭიროა 24 მლრდ, ანუ 6-7 მლრდ მაინც ზარალია.

შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ ლარის გამყარება არის ძალიან კარგი, მაგრამ ამან თავისი უარყოფით შედეგიც მოიტანა“,- განაცხადა მალხაზ სოლომნიშვილმა.

ავტორი:ნინი ქეთელაური

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა