მთავარიმსოფლიოAmnesty: საგამოძიებო კომისია ზედამხედველობის მექანიზმის ნაცვლად რეპრესიების იარაღად იქცა

Amnesty: საგამოძიებო კომისია ზედამხედველობის მექანიზმის ნაცვლად რეპრესიების იარაღად იქცა

Amnesty International საქართველოს პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას ეხმაურება.

“ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტში დაბარება და მათი დაპატიმრება იმის გამო, რომ ისინი უარს აცხადებენ კომისიის ლეგიტიმაციის აღიარებაზე, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება საქართველოში საკანონმდებლო, საპოლიციო და სხვა ბერკეტების გამოყენება ხელისუფლების კრიტიკოსების გასაჩუმებლად”. – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

მისი თქმით, კომისია ზედამხედველობის მექანიზმის ნაცვლად პოლიტიკური რეპრესიების იარაღად იქცა, რომელსაც მმართველი პარტია ადგილობრივი არჩევნების წინ ოპონენტების დასაპატიმრებლად იყენებს.

“საპარლამენტო სტრუქტურების ამგვარად ბოროტად გამოყენება კრიტიკოსებზე ფართო შეტევის ნაწილია, რომელიც აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების თვითნებურ დაკავებებსა და დევნას მოიცავს”. – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე, აქტივისტებისა თუ მომიტინგეების მიზანში ამოღება საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოყენების გამო და გაათავისუფლოს გივი თარგამაძე და სხვა ექვსი ოპოზიციონერი, რომელიც ბოლო კვირებში ციხეში ჩასვეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ყველა ის პრაქტიკა, რომელიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში”. – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა