მთავარიპოლიტიკა"EU-მ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა... მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაონ...

“EU-მ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა… მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად” | სახდეპი

“EU-მ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა… მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად”, – ამის შესახებ გამოცემა “აქცენტს” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განუცხადა. 

“ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა აქტორს, გაერთიანდნენ და იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საჯაროდ არაერთხელ გაუსვა ხაზი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა პრესსპიკერმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა