ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოებაHRW: ტროტუარზე დგომისთვის დაკავებები საქართველოში პროტესტის ჩახშობის სახიფათო ინსტრუმენტად იქცა

HRW: ტროტუარზე დგომისთვის დაკავებები საქართველოში პროტესტის ჩახშობის სახიფათო ინსტრუმენტად იქცა

ტროტუარზე დგომის საქმეები

ბოლო დღეებში “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა დაკავება უკვე მხოლოდ ტროტუარზე დგომის საფუძველზეც დაიწყო: ამ ახალ პრაქტიკას ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად აფასებს.

23 იანვარს, აქციაზე ტროტუარზე დგომის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართა და გადაწყვეტილებები გამოცხადდა. მოსამართლეებმა დავით მაკარაძემ, ზვიად ცეკვავამ და მანუჩარ ცაცუამ ყველა მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს, ნაწილს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი – სიტყვიერი გაფრთხილება.

ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება – TI

“ტროტუარზე დგომის გამო პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება ახალ რეალობას ამკვიდრებს”

ორგანიზაციის განცხადებით, “ტროტუარის საქმეების“ განგრძობითი ხასიათი სერიოზულ კითხვებს აჩენს არა მხოლოდ პოლიციის მოქმედებების კანონიერებაზე, არამედ იმაზე, ასრულებს თუ არა საქართველო საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

Human Rights Watch-ის ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგიას შეფასებით, მიღებული ცვლილებები პოლიციას უკიდურესად ფართო და სახიფათო დისკრეციას ანიჭებს.

“ეს წესები პოლიციას აძლევს უფლებას გადაწყვიტოს, როდის და სად შეიძლება ადამიანებმა პროტესტი გამოხატონ – ან საერთოდ, გამოხატონ თუ არა ის. კანონი, როგორც ჩანს, თვითნებურად გამოიყენება მშვიდობიანი გამოხატვის ჩასახშობად და კრიტიკული ხმების საჯარო სივრციდან გასაძევებლად“, – აცხადებს გოგია.

HRW მიუთითებს 23 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესებზე, როდესაც შვიდი მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო. მათგან ხუთს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს მხოლოდ დასაწყისია: უახლოეს დღეებში სასამართლოები ათობით სხვა საქმეს განიხილავენ. HRW განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ პრაქტიკითაც, როდესაც მოსამართლეები ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტენ და საქმეებს საგამოძიებო ორგანოებს გადასცემენ იმ არგუმენტით, თითქოს დაკავებულებს წარსულში პროტესტთან დაკავშირებული დარღვევები ჰქონდათ ჩადენილი – რაც უკვე სისხლისსამართლებრივი დევნის რისკს ქმნის.

კომენტარი: გზაზე კი აღარ არის საუბარი, უკვე ტროტუარზე გავლას უზღუდავენ მარშის მონაწილეებს, ეს სამართლის რომელ ნორმაში ჯდება?

სიმონიშვილის მტკიცებით, უსაფუძვლოა სამართალდამცველების არგუმენტები, რომ ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის გადაადგილებისთვის

ამ ფონზე HRW ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც, სადაც უწყება უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს მოქალაქეებს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ. შსს ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა მოქალაქეებს ტროტუარზე გადაადგილებისას დაბრკოლება განზრახ შეუქმნეს და ამის გამო, ისინი “კანონიერად” იქნენ დაკავებულნი.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის წევრ სახელმწიფოს, მკაფიო ვალდებულებები აკისრია.

“ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი საფუძველი და აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ეს გარანტიები აუცილებელია, რათა ადამიანებს შეეძლოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა პოლიციის ძალადობის, თვითნებური დაკავებებისა და არათანაზომიერი სანქციების შიშის გარეშე“, — წერია განცხადებაში.

უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც საქართველომ დაარღვია დემონსტრანტის სამართლიანი სასამართლოსა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები 2023 წლის მარტის აქციების დროს. მაშინ სასამართლომ მოქალაქე პოლიციელთა დაუდასტურებელი ჩვენებების საფუძველზე გაამტყუნა, რეალური შემოწმების გარეშე.

HRW-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს სისტემურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპს ასუსტებს და პოლიციას პროტესტის ბოროტად კონტროლის საშუალებას აძლევს.

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გააუქმოს ან შეცვალოს ის რეგულაციები, რომლებიც გაუმართლებლად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს.

HRW ასევე მოითხოვს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლოებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონის თვითნებური გამოყენება და უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული, ხოლო ყველა წარმოებაში დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საია: 2025 წელი საქართველოში – შეზღუდული თავისუფლებების წელი

“რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება”

მას შემდეგ “ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.

აბსურდული კანონების კულმინაცია იყოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლითაც “ქართულმა ოცნებამ” ტროტუარზე შეკრებაც აკრძალა. საკანონმდებლო ცვლილებებით, ტროტუარზე შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე სავალდებულო ხდება შსს-ს გაფრთხილება. თუ შსს გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს.

ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

წყარო: jam-news.net

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გერმანია: საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და უფრო მეტად შორდება ევროპულ მისწრაფებას

საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელიც გერმანიამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემოწმების პროცედურის (UPR) ფარგლებში საქართველოს შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა