სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
Google search engine
მთავარიმეცნიერებაNASA-ს ზონდმა ვენერას ზედაპირის ფოტოების გადაღება შეძლო

NASA-ს ზონდმა ვენერას ზედაპირის ფოტოების გადაღება შეძლო

NASA-ს ზოდნმა Parker Solar Probe გადაიღო ვენერას ზედაპირის ფოტოები ხილულ სინათლესა და უახლოეს ინფრაწითელ დიაპაზონში.

ჩვეულებრივ, მზიდან მეორე პლანეტის ზედაპირი ღრუბლებით არის დაფარული, მაგრამ სპეციალური ტექნოლოგიის (Wide-field Imager for Parker Solar Probe (WISPR)) დახმარებით ზონდმა ვენერას სქელ ატმოსფეროში შეაღწია და მისი ტოპოგრაფიის დეტალებს ახადა ფარდა.

ძლიერი ინფრაწითელი გამოსხივება ვენერას ზედაპირის გაცხელების (+464 გრადუსამდე) შედეგად ჩნდება. ამასთან, შემადგენლობით განსხვავებული ქანი განსხვავებულად ცხელდება და, რასაც WISPR-ი მარტივად ამჩნევს. შედეგად, ახალი ფოტოები სპეციალისტებს პლანეტის ზედაპირის გეოგრაფიასა და მისი ზედაპირის შემადგენლობაზე მანამდე მიღებული მონაცემების დაზუსტებას აძლევს.

ახალი გამოსახულებები მეცნიერებს ვენერის ევოლუციის, გეოლოგიისაა და მინერალური შემადგენლობის უკეთ გაგებაში დაეხმარება. ამ პლანეტის დედამიწასთან მსგავსების გათვალისწინებით, შესაძლოა ეს მეცნიერებს სპეციალისტებს დაეხმარება გაარკვიონ რატომ გახდა ვენერა სიცოცხლისთვის უვარგისი, დედამიწა კი არა.„პარკერი“ კოსმოსში 2018 წლის აგვისტოში გაუშვეს. მისია თითქმის 7 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მზეს 24-ჯერ მიუახლოვდება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა