პარასკევი, იანვარი 9, 2026
Google search engine
მთავარიმეცნიერებაადამიანის გენომი "მარადიულ ჩიპზე"

ადამიანის გენომი “მარადიულ ჩიპზე”

ადამიანის გენომი “მარადიულ ჩიპზე”

მეცნიერებმა წარმატებით დაშიფრეს მთელი ადამიანის გენომი რევოლუციურ „5D მეხსიერების კრისტალზე“.

ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც, თეორიულად, შეუძლია სხვადასხვა მონაცემების შენარჩუნება მილიარდობით წლის განმავლობაში.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შემუშავებულ ამ ნანოსტრუქტურული სილიციუმის დისკს შეუძლია 360 ტერაბაიტამდე მონაცემის შენახვა და ექსტრემალური პირობების გადატანა, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, კოსმოსური გამოსხივება და ფიზიკური საგანის პირდაპირი ზემოქმედება.

ულტრა სწრაფი ლაზერების გამოყენებით, ადამიანის გენომი კრისტალში იქნა გრავირებული ხუთ განზომილებაში – 2 ოპტიკური და 3 სივრცითი – რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას.

კრისტალი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში, “კაცობრიობის მეხსიერების არქივში”, ინახება მოქმედებს როგორც დროის კაფსულა, რომელიც დაიცავს ჩვენს გენეტიკურ კოდს კატასტროფული მოვლენებისგან.

NASA-ს “ვოიაჯერის” მისიებში გამოყენებული ოქროს დისკის მსგავსად, კრისტალი ასევე შეიცავს ინსტრუქციებს შენახული ინფორმაციის გაშიფვრისთვის, მათ შორის ადამიანის ფიგურების, დნმ-ის სტრუქტურების და ფუნდამენტური ქიმიური ელემენტების გამოსახულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ იძლევა კომპლექსური სიცოცხლის ხელახლა შექმნის საშუალებას, ივარაუდება, რომ ეს ყოველივე მომავალში შესაძლებელი იქნება.

წყარო: მომავლის პოსტი • Future Post

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა