ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაარის საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათთან ვისაუბრებთ | ვედანტ პატელი

არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათთან [საქართველოს მთავრობა] ვისაუბრებთ | ვედანტ პატელი

მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პატელის თქმით, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელთანაც შტატებს ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში გარკვეული საკითხების განხილვა სურს.

რაც შეეხება საქართველოს, ვიცი, რომ ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ” – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა