ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკადაასანქცირეთ! - ევროპარლამენტარები "ოცნების" წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის ანალოგიური სანქციების ამოქმედებას ითხოვენ

დაასანქცირეთ! – ევროპარლამენტარები “ოცნების” წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის ანალოგიური სანქციების ამოქმედებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ მოთხოვნით, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე ტიპის სანქციები დაუწესდეს, რასაც ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს უწესებს. მათი თქმით, არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი შესაძლო დახმარებასთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მიმართვაში წერია, რომ საქართველო რუსეთისთვის „მაშველ რგოლად“ იქცა სანქციების გვერდის ავლის პროცესში.

ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტს უხსნიან, რომ საქართველო გამოიყენება პუტინის სამხედრო მანქანის პარალელური, არაპირდაპირი მომარაგებისთვის. საქმე ეხება საქონლის იმ პარტიებს, რომლებიც საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში იგზავნება, თუმცა საბოლოოდ რუსეთში აღმოჩნდება. აღნიშნული გზით, მათივე განცხადებით, პუტინი ფინანსურ რესურსებს იღებს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად. მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოდან გაგზავნილი საეჭვო ტვირთების ღირებულებამ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დეპუტატები ამას „გაფრთხილების სიგნალს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს „რუსიფიკაცია დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს“.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს საშინაო პოლიტიკას არ ეხება. მათი თქმით, ივანიშვილის გუნდის მიერ წარმოებული პოლიტიკა პირდაპირ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე. მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ ერთ ქვეყანას სანქციების დარღვევაზე თვალს აუხელენ, ეს მთლიანად დააზიანებს სანქციების სისტემას და მის ეფექტიანობას.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა