მთავარიპოლიტიკადემოკრატიის გაუარესების და რეპრესიული კანონების გამო აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა...

დემოკრატიის გაუარესების და რეპრესიული კანონების გამო აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა – ტურისტული ვიზის მისაღებად მსურველებს 15 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოუწევთ

🔻 აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა – ტურისტული ვიზის მისაღებად მსურველებს 15 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოუწევთ | „სავიზო ობლიგაციების“ (Visa Bond) პროგრამის გაფართოების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების ფარგლებში გამოაცხადა.

🔻 უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ პირთა რაოდენობის შემცირებას, რომლებიც ქვეყანაში ტურისტული ვიზით შედიან და დადგენილ ვადებზე მეტხანს რჩებიან. ახალი რეგულაცია, რომელიც ოფიციალურად 2026 წლის 2 აპრილიდან ამოქმედდება, 50 სახელმწიფოს შეეხება, რომელთა შორის საქართველოც „მაღალი რისკის“ ჯგუფში მოხვდა. ცნობილია, რომ ახალი რეგულაცია არ ეხება მათ, ვისაც მოქმედი ვიზა უკვე აქვს. გაცემული ვიზა ძალაში რჩება მის დასრულებამდე იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაიცა. სავიზო ობლიგაციის (Visa Bond) მოთხოვნა შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ვიზაზე განაცხადს 2026 წლის 2 აპრილის შემდეგ შეიტანენ.

🔻 გაფართოებული წესის თანახმად, აშშ-ის კონსულებს ეძლევათ უფლებამოსილება, B-1 (ბიზნეს) და B-2 (ტურისტული) ვიზის მაძიებლებს მოსთხოვონ დაბრუნებადი ფულადი გარანტიის წარდგენა ვიზის გაცემამდე. ინდივიდუალური რისკის შეფასების საფუძველზე, დეპოზიტის ოდენობა განისაზღვრება $5,000, $10,000 ან მაქსიმუმ $15,000 აშშ დოლარით.

🔻 საქართველო იმ 12 ახალ ქვეყანას შორისაა, რომლებიც ამ შეზღუდვების ბოლო ტალღაში მოჰყვნენ. საერთო ჯამში, სიაში უკვე 50 სახელმწიფოა. ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი განაპირობა ამ რეგიონებიდან ჩასული მგზავრების მხრიდან სავიზო ვადების დარღვევის მზარდმა მაჩვენებელმა. მგზავრები, რომლებიც დაიცავენ სავიზო პირობებს და დატოვებენ აშშ-ს ნებადართული ვადის ამოწურვამდე, ან ისინი, ვინც აიღეს ვიზა, მაგრამ არ გაემგზავრნენ, დეპოზიტს სრულად დაიბრუნებენ. პირები, რომლებიც დაარღვევენ ვიზის პირობებს და აშშ-ში არალეგალურად დარჩებიან, აღნიშნულ თანხას სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ დაკარგავენ. დეპოზიტის გადახდა განხორციელდება უსაფრთხო სამთავრობო პორტალის, Pay.gov-ის მეშვეობით, ვიზის საბოლოო ბეჭდვამდე.

🔻 სავიზო გირაოს პროგრამა შემდეგ ქვეყნებზე ვრცელდება: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, კამბოჯა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ფიჯი, გაბონი, გამბია, საქართველო, გრენადა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, ლესოთო, მალავი, მავრიტანია, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაპუა-ახალი გვინეა, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სეიშელის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, ტუნისი, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

სენატორები და კონგრესმენები ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნასთან დაკავშირებით აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიყენოს სანქციები ოცნების მთავრობის მიმართ

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა