სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკადიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის (EU Exit) სანქციების რეგულაციების ფარგლებში, სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა.

სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი აქვეყნებს. მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედი” განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს ისეთ შინაარსის ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის “მარიონეტი”, უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.

რაც შეეხება მეორე პროსამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზია “პოსტვ”-ის, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის “მარიონეტი”, უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.

როგორც სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, “სამ კომპონენტს მოიცავს ეს სანქცია:

1) Asset Freeze — ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ;

2) Trust Services Sanctions — გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას.

3) Director disqualification – კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.

ეს სანქცია გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე”, — წერს გიორგი ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა სამთავრობო “ტელე-იმედი” გაყიდეს. ამის შესახებ ირაკლი რუხაძე სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს. მისი თქმით, “პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი “იმედთან” დამშვიდობებაა”.

როგორც რუხაძის წერილიდან ვიგებთ, ტელე-იმედის 50%-იანი წილი “პრაიმ მედია გლობალმა” იყიდა. 50% კი გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში”.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა