ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია, გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გაუმჯობესდეს...

ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია, გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა

ევროპის საბჭომ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინაევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წლებში გაწეულ სამუშაოზე დაყრდნობით, ახალი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში ნაკისრი ვალდებულებები შესრულების ძალისხმევაში.

ევროპის საბჭოს ცნობით, სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, იმ პრიორიტეტული რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვაში დახმარების მიზნით, რომლებით საქართველოს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან დააახლოებს.


სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია, გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

დეზინფორმაციაა მტკიცება, რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – გერმანიის, საფრანგეთის და UK-ის ელჩები

"რა დევს სასწორზე საქართველოსთვის" - უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ. "2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა