ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
Google search engine
მთავარიმსოფლიოირანის რეჟიმმა 8-9 იანვარს 36 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა - Iran International

ირანის რეჟიმმა 8-9 იანვარს 36 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა – Iran International

ოპოზიციასთან დაკავშირებულმა ირანულმა გამოცემა Iran International-მა კვირას განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პიკზე რეჟიმმა 36 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა.  

ვითარების არსი: ირანული ოპოზიციური გამოცემის თქმით, 8-9 იანვრის სასტიკი რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობის შეფასება ეფუძნება მათ მიერ შეგროვებულ ვრცელ მონაცემებს: “საიდუმლო დოკუმენტებს, საველე ანგარიშებს, სამედიცინო პერსონალის, მოწმეებისა და მსხვერპლთა ოჯახების მონათხრობებს.”

  • მათივე განცხადებით, ამ მასშტაბის მსხვერპლით, ეს არის “ორდღიან პერიოდში, ქუჩის პროტესტის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა ისტორიაში.”
  • გამოცემის თანახმად, მკვლელობების უმეტესობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა და მასთან დაკავშირებულმა დაჯგუფება, “ბასიჯმა” ჩაიდინა, თუმცა ხალხს ასევე ერაყიდან და სირიიდან ჩამოყვანილი დაჯგუფებებიც ხოცავდნენ.
  • ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებმა, ანონიმურობის პირობით, Iran International-ს განუცხადეს, რომ პროვინციული უსაფრთხოების საბჭოების მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 30 ათასს აჭარბებს.

ჩაშლილად: Iran International ასევე აღნიშნავს, რომ გაეცნო მოხსენებას, რომელიც 21 იანვარს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტს წარედგინა, სადაც დაღუპულთა რაოდენობად 27 500-ზე მეტია დასახელებული.

  • გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ორმა წყარომ გამოცემას აცნობა, რომ გასულ კვირას “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” შეადგინა ორი ანგარიში: ერთის მიხედვით დაღუპულია 33 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო მეორის მიხედვით – 36 500-ზე მეტი.
  • დემონსტრაციების დროს მომხდარი მასობრივი მკვლელობების გარდა, გამოცემამ მოიპოვა მტკიცებულებები (მათ შორის ფოტოები), რომ უსაფრთხოების ძალებმა ზოგიერთი ადამიანი პირდაპირ საავადმყოფოებში დახოცეს.

დიდი სურათი: ჟურნალმა Time-მა კვირას გამოქვეყნებულ სტატიაში, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა 30 ათასს აჭარბებდეს.

  • გამოცემას არ შეეძლო ციფრების დამოუკიდებლად გადამოწმება, თუმცა 30 ათასიანი მსხვერპლი ემთხვევა ექიმებისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მონათხრობებს.
  • მათი თქმით, ქვეყანაში სასწრაფო დახმარების მანქანების ნაცვლად 18-ბორბლიანი სატვირთო მანქანები გამოიყენებოდა და ცხედრებისთვის განკუთვნილი ტომრებიც კი აღარ ჰყოფნიდათ.
  • ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაყაიმ, Time-ის სტატიას “ჰიტლერის სტილის დიდი ტყუილი” უწოდა.

კონტექსტი: ამავდროულად, The New York Times წერს, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ, 9 იანვარს უსაფრთხოების ძალებს უბრძანა, “ნებისმიერი საჭირო საშუალებით ჩაეხშოთ” მასობრივი დემონსტრაციები.

  • წყაროების თანახმად, რეპრესიულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება: “ესროლეთ მოსაკლავად და არ გამოიჩინოთ მოწყალება.”
  • 8 და 9 იანვარი დასახელდა იმ დღეებად, როდესაც რეჟიმმა მომიტინგეთა მასობრივი ხოცვა მოაწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. 8 იანვარს ირანმა ინტერნეტი გათიშა, რომელიც სრულად ამ დრომდე არ აღდგენილა. 
  • ამ დროისთვის ირანის მთავრობა მხოლოდ 3 117 ადამიანის დაღუპვას აღიარებს. პროტესტი 28 დეკემბერს ქვეყნის ვალუტის, რიალის კოლაფსმა გამოიწვია.
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გერმანია: საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და უფრო მეტად შორდება ევროპულ მისწრაფებას

საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელიც გერმანიამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემოწმების პროცედურის (UPR) ფარგლებში საქართველოს შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა