მთავარითავდაცვა-შეიარაღებამაიკლ კარპენტერი: საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

მაიკლ კარპენტერი: საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

„ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან, გადახედვის პროცესშია,“ ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას პენტაგონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოში სამხედრო წვრთნების – „ღირსეული პარტნიორის“ გადადების შესახებ.


„ცხადია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვმონაწილეობდით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. ამიტომ, სხვა მიმართულებით ამ გადაადგილებას, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით ვუყურებთ.


გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას; როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებიც NATO-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთანაც, მათ შორის, ევროკავშირთან.


ასე რომ, ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ მიმართულებაში ცვლილებას დავინახავთ, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან, გადახედვის პროცესშია,“ ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი.


„საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია, მათ შორის, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან,” – განაცხადა ასევე დღეს, მაიკ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე „ამერიკის ხმის“ ცნობით.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა