მთავარიპოლიტიკასაქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, დღეს კი ჩამორჩება, ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება...

საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, დღეს კი ჩამორჩება, ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას – ჟიგიმანტას პავილიონისი

ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა, იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად – აცხადებს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

პავილიონისი “ოცნებისა” და იანუკოვიჩის მმართველობას შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ საქართველო, რომელიც ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, ახლა უკვე ჩამორჩება ამ გზას:

“ეს მხოლოდ ახლა არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად.

ლიეტუვაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება იქცევა, როგორც გვიანდელი იანუკოვიჩი, როდესაც ცდილობს დასავლეთს დააბრალოს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, რომ ჩვენ დაგვბრალდეს, თითქოს საქართველოს ხელი ვკარით და ქვეყანა სრული სვლით წავიდეს რუსეთისკენ და ჩინეთისკენ. საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის მხრივ, დღეს კი ჩამორჩა და ვშიშობთ, რომ საერთოდ გამოეთიშება რბოლას. 

ჩვენ ევროკავშირში რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, მივანიჭოთ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით დგას და ქართველი მეომრებიც თავს სწირავენ უკრაინელების მხარდამხარ. ამიტომ, გული გვტკივა, რადგან გვინდა, რომ ეს სტატუსი მივცეთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა ამ მთავრობას, რომელიც მას არ იმსახურებს. 

იგივე ხდება ნატოსთან დაკავშირებითაც. საქართველო იყო უპირველესი კანდიდატი და ახლა მას უკრაინამ გადაასწრო. უკრაინა ერთ ნაბიჯში დგას ნატოს წევრობიდან და მხოლოდ მოწვევა დარჩა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით და როდესაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, საქართველოს პერსპექტივებიც გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება არა საქართველოს ამ მთავრობის, არამედ იმ მეომრების დამსახურებით, რომლებიც სისხლს ღვრიან უკრაინაში,” – თქვა პავილიონისმა. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოზე: დემოკრატიის სწრაფი ტემპით უკუსვლა, კონკურენციის არარსებობა, აკრძალვა, დაშინება, დაპატიმრება

სტიუარტ დიქსონი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი საქართველოზე. კონგრესის 50-ე სხდომა. 1-ელი აპრილი, 2026, სტრასბურგი. პირველ აპრილს სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს ადგილობრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა