ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში უფლებების დარღვევების შესასწავლად „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა - რას...

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში უფლებების დარღვევების შესასწავლად „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა – რას ნიშნავს ეს

ეუთოს ფარგლებში ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა

ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს „მოსკოვის მექანიზმი“.

შესაბამისად, მათი წარმომადგენლები იწყებენ „საექსპერტო მისიას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე“.

ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, – კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისათვის, – რომელიც სულ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, – ჯერ არ უპასუხია.

ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.


„მზარდი შეშფოთება“

„ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას“, – აცხადებენ ისინი.

29 იანვარს გავრცელებულ საერთო განცხადებაში ისინი მიუთითებენ, რომ „როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები“.

British Embassy Tbilisi 

ქართული 👇🏻

შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. დღეს ეუთო-ს 24-მა წევრმა სახელმწიფომ მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს.

English 👇🏻

We remain concerned by the deteriorating #HumanRights situation in Georgia.

Today 24 OSCE States invoked the #MoscowMechanism to launch an expert mission. Its independent assessment will establish facts and offer recommendations.

მათ თანახმადვე, უფლებების პატივისცემა „აუცილებელია სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად“.

  • 2024 წლის 23 დეკემბერს ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ეუთოს „ვენის მექანიზმი“ აამოქმედა.
  • მათ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების თაობაზე 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის გამოცხადებული გადაწყვეტის შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენების გამო.

დღევანდელ განცხადებაში ინიციატორი ქვეყნები ახსენებენ ვენის მექანიზმის გააქტიურებას და დასძენენ, რომ მას შემდეგ „მხოლოდ გაიზარდა“ მათი შეშფოთება „საქართველოს ხელისუფლების მიერ … ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გერმანია: საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და უფრო მეტად შორდება ევროპულ მისწრაფებას

საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელიც გერმანიამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემოწმების პროცედურის (UPR) ფარგლებში საქართველოს შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა