მთავარისაზოგადოებაქვეყანაში კანონიერად ცხოვრების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა მცირდება

ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა მცირდება

ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა მცირდება- ამის შესახებ “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონშია საუბარი, რომელში შესატანი ცვლილებაზეც პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა.

არსებული ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.

გარდა ამისა,  მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად,  უნდა დააკმაყოფილოს ამავე კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, აგრეთვე საქართველოში მუშაობასთან, ან/და საქართველოში უძრავი ქონების ან საწარმოში წილის ან აქციების ფლობასთან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა