მთავარისაზოგადოებაკვლევა: მსოფლიოში ადამიანების 85%-ს ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გავრცელება აწუხებს

კვლევა: მსოფლიოში ადამიანების 85%-ს ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გავრცელება აწუხებს

გლობალური გამოკითხვის თანახმად, ადამიანების 85%-ზე მეტს აწუხებს დეზინფორმაციის გავლენა და 87%-ს მიაჩნია, რომ მან უკვე დააზარალა მათი ქვეყნის პოლიტიკა. UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრი ოზულაის თქმით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გაძლიერებული გავრცელების ახლანდელი დინამიკა დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ერთიანობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. 

გამოკითხვა ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა 16 ქვეყანაში, სადაც მომავალ წელს არჩევნები უნდა გაიმართოს და მასში 2.5 მილიარდმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა ადასტურებს, რომ ხალხი განსაკუთრებით წუხს არჩევნებზე დეზინფორმაციული კამპანიის გავლენის გამო.

56% ინფორმაციას სოციალური ქსელებით იღებს, 44% – ტელევიზიიდან, 29 % – ონლაინ მედიის ვებგვერდებიდან. Ipsos-მა 8000 ადამიანი გამოკითხა, მათ შორის ავსტრიაში, ხორვატიაში, აშშ-ში, ალჟირში, მექსიკაში, განასა და ინდოეთში.


რესპოდენტების 68%-ის თქმით, მცდარი ინფორმაცია ყველაზე მეტად გავრცელებულია სოციალური მედიის პლატფორმებში, 38%-ის თქმით კი, სასაუბრო აპლიკაციებში. გამოკითხვაში მონაწილეთა 67%-ის თქმით, მათ სოციალურ მედიაში უნახავთ ან წაუკითხავთ სიძულვილის ენის შემცველი შინაარსი. 88% მიიჩნევს, რომ რეგულატორებმა და თავად სოციალურმა პლატფორმებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯებით უნდა იმუშონ.

გაერომ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად გეგმის შემუშავება უკვე დააანონსა.

წყარო: europetime.eu/ka

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

სენატორები და კონგრესმენები ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნასთან დაკავშირებით აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიყენოს სანქციები ოცნების მთავრობის მიმართ

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა