შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიორა წერია აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზე

რა წერია აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზე

სენატის შემდეგ, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. 

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში 300 მილიონი დოლარის გამოყოფას, უკრაინის დახმარებისთვის სპეციალური ინსპექტორის ოფისის შექმნას, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტსა და გამოძიებას.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ინტერესებშია, რომ მიიღოს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული სტრატეგია.


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით.

  • შავი ზღვის უსაფრთხოებისა და განვითარების სტრატეგია. დოკუმენტში ვკითხულობთ:
  • პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული უშიშროების საბჭომ შეიმუშაოს უწყებათაშორისი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისა და შავი ზღვის ქვეყნებისთვის.

გაიზარდოს კოორდინაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირთან.

პუნქტები მოიცავს შემდეგს:

ეკონომიკური კავშირების გაღრმავება;

ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება;

აშშ-მ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების დახმარება რეგიონის პარტნიორებთან, აშშ-ის ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად. მხარი დაუჭიროს მათი დემოკრატიებისა და მედეგობის გაძიერებას;

ერთ-ერთი პუნქტი ასევე მოიცავს შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაძლიერებას რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით, და რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას, ასევე, ენერგიის დივერსიფიკაციის მხარდაჭერას.


ჩამონათვალი ასევე მოიცავს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური იძულების გავლენის შემცირებას შავი ზღვის ქვეყნებზე; ამასთან, მიუთითებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენაზე; ახალი შესაძლებლობების გამოვლენაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის შეერთებული შტატებიდან და სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან; შეერთებული შტატების საქმიანი კავშირების გაღრმავებაზე რეგიონულ პარტნიორებთან შეერთებული შტატების ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად.

შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებს შორის ჩართულობის გაზრდაზე. ეკონომიკური ზრდის, ინფრასტრუქტურის გაძლიერება განვითარებასა და ვაჭრობის გაღრმავებაზე მაღალი დონის ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ფოკუსირებით; გეგმაზე საიმისოდ, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შავი ზღვის ქვეყნებმა აღიარონ და უპასუხონ რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შავი ზღვის რეგიონში. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა