კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაგვინდა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. თუმცა, საკითხავია, აკეთებს თუ არა საამისოდ...

გვინდა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. თუმცა, საკითხავია, აკეთებს თუ არა საამისოდ ყველაფერს საქართველოს მთავრობა – დენიელ ფრიდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და დიპლომატი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ თუ ქართველები აირჩევენ დემოკრატიულ გზას, მას ყველანაირად დაეხმარებიან, ხოლო თუ რუსულ გზას აირჩევენ, ვერაფერს იზამენ. 

ფრიდი ასევე აღნიშნავს, რომ ის და მისი მეგობრები ევროკავშირსა და აშშ-ში მხარს უჭერენ საქართველოს გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში და სურთ, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს. 

“მე და ყველა ჩემი მეგობარი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში და გვინდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს. თუმცა, საკითხავი არის ის, აკეთებს თუ არა საამისოდ ყველაფერს საქართველოს მთავრობა. საქართველოს შეუძლია იცხოვროს როგორც ევროპულმა ქვეყანამ და შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც რუსეთი ცხოვრობს და არა მგონია, ჩემგან სჭირდებოდეთ ქართველებს ახსნა, თუ რას ნიშნავს ეს. საქართველომ უნდა ჩაატაროს რეფორმები საკუთარ სახლში და ეს მოუტანს მას ევროპულ მომავალს. გარდა ამისა, ერს გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას.

საქართველო არის დაუცველი იმიტომ, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელიც ახლა აგრესიულ ხასიათზეა. საქართველოში ბევრი რუსი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ ომს გაექცა, თუმცა მათ შორის არის ბევრი ისეთი, როგორებიც იყვნენ გერმანელი ტურისტები ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიაში 1930-იან წლებში და ასეთ ადამიანები საქართველოსთვის კარგ საქმეებს არ გააკეთებენ. ჩვენ არ გვაინტერესებს, რომელი პარტია მოიგებს აქ არჩევნებს. ჩვენ გვაინტერესებს, იქნება თუ არა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა. თუ ქართველები აირჩევენ დემოკრატიულ გზას, ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით, თუ რუსულ გზას აირჩევენ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ,” – აცხადებს ფრიდი.

ცნობისთვის, დიპლომატი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. კონფერენცია სახელწოდებით “პუტინიზმის დამარცხება” დღეს გაიხსნა. მასში  ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება “ქართული ოცნება”. კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია. 

თათია წოწონავა

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა